სწრაფად უნდა დავიკლოთ წონაში?

როდესაც ცდილობთ წონაში დაიკლოთ, გინდათ, რომ შედეგი სწრაფად მიიღოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ წონის სწრაფი დაკლება ვერ დაგეხმარებათ ჯანსაღი წონის დიდხანს შენარჩუნებაში. და ის რისკის ქვეშ აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.

თუ გინდათ დაიკლოთ წონა, ალბათ, ბინდათ, რომ შედეგი სწრაფად დაინახოთ და იგრძნოთ. მიმზიდველია ის იდეა, რომ მიენდოთ ერთ-ერთ სქემას, რომელიც გთავაზობთ წონის სწრაფად და მარტივად დაკლებას.

სამწუხაროდ, ასეთმა დიეტამ რომც იმოქმედოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯანსაღი შედეგი მომდევნო თვეებში და წლებში შეინარჩუნოთ.

თუ წარმოგიდგენიათ მომავალი ზედმეტი წონის გარეშე, უკეთესია მიიღოთ ჯანსაღი გადაწყვეტილებები კვებასთან დაკავშირებით და დაამატოთ ფიზიკური აქტივობა, რათა მიიღოთ წონის ჯანსაღი კლება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.

წონის კლება ხშირად აღწევს ერთ დონეს და შესაძლებელია დაგჭირდეთ ცვლილებების შეტანა. თუ ექვსი ან ცხრა თვის შემდეგ ვერ მიაღწევთ ჯანსაღ წონას მიმართეთ ექიმს მომდევნო ნაბიჯებზე რჩევისთვის.

 

წონის ჯანსაღი ცვლილება

თუ ცდილობთ წონის დაკლებას, ჯანსაღი კლება არის დაახლოებით კვირაში 0.5-1 კილოგრამი.

თუ ამაზე სწრაფად დაიკლებთ წონაში თქვენ იქნებით ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის წინაშე. და ჯანმრთელობის რისკები მოიცავს დაავადებებს როგორიცაა მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობა, კენჭები ნაღვლის ბუშტში, ასევე იგრძნობთ თავს სუსტად და გექნებათ გადაღლილობის შეგრძნება.

დიეტები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება არ მოგცემთ ხანგრძლივ და ჯანსაღ შედეგს. 

გაიგეთ რამდენი კილოგრამის დაკლება გჭირდებათ და მიიღეთ რჩევა კალორიების რრაოდენობის შესახებ წონის კლების კალკულატორით. ეს კალკულატორი ითვლის თქვენს BMI-ს, რომელიც აღნიშნავს, თუ არმდენად ჯანსაღია თვენი წონა.

სცადეთ წონის დაკლების 12 კვირიანი უფასო კურსი დიეტის და ვარჯიშების პროგრამით, რომელიც შედგენილია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, რაც დაგეხმარებათ წონის ჯანსაღად დაკლებაში და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში.

 

 

Image courtesy of marin at FreeDigitalPhotos.net 

ბოლო განხილვის თარიღი: 25/08/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 25/08/2016