წონის მატების შენიღბული მიზეზები

წონის მატება ხდება მაშინ, როცა ადამიანი რეგულარულად იღებს იმაზე მეტ კალორიებს, ვიდრე ხარჯავს ნორმალური ფუნქციონირებისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. მაგრამ ცხოვრებისეული ჩვევები, რომელებიც ხელს უწყობს ამ პროცესს ყოველთვის არ არის ადვილი შესამჩნევი.

წონის დაკლება გულისხმობს ნაკლები კალორიების მიღებას და ენერგიის დაწვას ფიზიკური აქტივობის ხარჯზე. ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტი ჭარბწონიანი ან მსუქანია. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ჩვენი უმრავლესობა ჭამს საჭიროზე მეტს და არ მოძრაობს საკმარისად.

ჩამოთვლილთაგან გეცნობათ წონის მატების რომელიმე მიზეზი?

 

საკვები, რომელსაც აქვს “ნაკლებ ცხიმიანი” ეტიკეტი

დღეს სუპერმარტეკებში ბევრი “ნაკლებ ცხიმიანი” საკვებია. ამაში არის მახე, ამბობს კვებითი ღირებულების მეცნიერი ლიზა მაილსი. “ზოგჯერ ნაკლებად ცხიმიანი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. შაქარიც ბევრ კალორიებს შეიცავს და ხელს უწყობს წონაში მატებას.”

 

რა შეიძლება, გავაკეთო?

წაიკითხეთ საკვების ეტიკეტები” ამბობს ლიზა მაილსი “უნდა შეხედოთ მთლიან ეგერგეტიკულ და კალორიულ ღირებულებას. შესაძლებელია, საკვებში შემცირებული იყოს ცხიმი, მაგრამ ის მაინც შეიცავდეს კალორიების დიდ რაოდენობას” “ნაკლებად ცხიმიანი” საკვები შეიძლება მეტ კალორიებს შეიცავდეს, ვიდრე მისი ჯანსაღი ალტერნატივა. მაგალითად, ნაკლებად ცხიმიანი “მაფინი” უფრო კალორიულია, ვიდრე შავი პურის ფუნთუშა. იპოვეთ მეტი ჯანსაღი ალტერნატივა სტატიაში “საკვების ჯანსაღი შეცვლა”.

 

სტრესი

სტრესული მდგომარეობისას ადვილად შეიძლება შეჭამოთ რაიმე ტკბილი და გამამხნევებელი. თუ ამას ხშირად გააკეთებთ წონაში მოიმატებთ.

 

რა უნდა გავაკეთო?

“წაიხმესეთ ხილით ბოსტნეულით და სხვა ნაკლებად კალორიული საკვებით, როგორიც არის უარაფრო პოპკორნი, კრეკერები და ბრინჯის პეჩენიები” ამბობს დიეტოლოგი ანა საკლინი “და იპოვეთ სტრესთან გამკლავების ისეთი გზები, რომლებიც არ შეიცავს ჭამას. ვარჯიში, ენდორფინების გამოყოფის გამო, ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.”

 

ტელევიზორის ყურება

ტელევიზორის ხშირად ყურებამ შეიძლება ხელი შეუცყოს უმოძრაო ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებას. ტელევიზორის ყურებისას ბევრი ჩვენგანი იღებს კალორიებს, რომლებიც არ გვჭირდება. სალკინი ამბობს “ადამიანები ხშირად ამჩნევენ, რომ ტელევიზორის წინ ჯდომისას ჭამენ energy-dense სასუსნავებს, როგორიც არის ჩიფსები და შოკოლადი”.

 

რა უნდა გავაკეთო?

“თუ გაწუხებთ თქვენი წონა, შეეცადეთ დღის განმავლობაში მეტად აქტიურები იყოთ, თუ ჯანმრთელობა გაძლევთ ამის საშუალებას” ამბობს ანა საკლინგი “ფეხით წადით სამსახურში, სკოლაში ან მაღაზიებში, გაატარეთ ნაკლები დრო ტელევიზორის წინ. გახსოვდეთ, რომ აქტივობის შენარჩუნება ტელევიზორის ყურების დროსაც შეგიძლიათ, მაგალითად სავარჯიშო ველოსიპედის გამოყენებით.” გაიგეთ მეტი სტატიაში “გახდით აქტიურები თქვენებურად”.

 

თქვენი მედიკამენტები

წონის მატება ბევრი წამლის გვერდითი ეფექტია. ყველაზე გავრცელებული წამლები, რომლებმაც წონაში მატება შეიძლება გამოიწვიოს არის სტეროიდები (მიიღება ბევრი დაავადების დროს, როგორიც არის ართრიტი, ეგზემა, ასთმა), ანტიფსიქოტური წამლები, ინსულინი და სხვა.

 

რა უნდა გავაკეთო?

არ შეწყვიტოთ გამოწერილი წამლების მიღება, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. თუ ნერვიულობთ წონის მოატებაზე, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ექიმს. დარწმუნდით, რომ იკვებებით ჯანსაღად და ბალანსირებულად.

 

გვიანი ღამეები

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ გამოუძინებლობა შეიძლება წონაში მატებას უწყობდეს ხელს. ექიმი ნილ სტენლი, ძილის ექსპერტი ნორფოლკისა და ნორვიკის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ამბობს “როგორც ჩანს არსებობს ძლიერი კავშირი გამოუძინებლობასა და წონის მატებას შორის”

 

რა უნდა გავაკეთო?

მარტივია: გამოიძინეთ. “ადამიანი თავს გადასარევად გრძნობს, როცა კარგი ღამის ძილის შემდეგ იღვიძებს.” ამბობს ექიმი სტენლი “თანამედროვეობაში, ძილს დროის ხარჯვად მივიჩნევთ. მაგრამ ძილი უმნიშვნელოვანესია კარგი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის”. თუ გიჭირთ დაძინება მიიღეთ რჩევა უძილობით ცხოვრებაში.

 

დახვეწილი მანერები

იდეალური სამყაროში ოჯახის წევრები და მეგობრები ხელს უნდა გვიწყობდნენ წონის დაკლებაში. სინამდვილეში ისინი, პირიქით, ხშირად გვიბიძგებენ კალორიული საკვების ჭამისკენ. უზრდელობაა შოკოლადის ტორტის ორმაგი პორციის ბოლომდე არ ჭამა ვახშამზე? ხანხახან ასე გვგონია.

 

რა უნდა გავაკეთო?

ისწავლეთ ფრაზა “არა, გმადლობთ” და მიეჩვიეთ მას. მიეჩვიეთ იმ იდეას, რომ თეფშზე საჭმლის დატოვება არ არის პრობლემა. მალე მეგობრები და ოჯახის წევრები პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს გადაწყვეტილებებს.

 

პორციების ზომები

ბოლო ათწლეულების განმავლობაში რესტორნების და სუპერმარკეტების პორციები საგრძნობლად გაიზარდა ზომაში. კიბოს შესწავლის მსოფლიო ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ, მაგალითად, ბურგერები ორჯერ გაიზარდა 1980 წლის შემდეგ. ბუნებრივია, რომ დიდი პორციების შემთხვევაშ ჩვენ მეტს ვჭამთ.

 

რა უნდა გავაკეთო?

დიდ პროციებთან გამკლავების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გაჩერდე მაშინ, როდესაც თავს დანაყრებულად იგრძნობ. ჭამეთ ნელა და უფრო მეტი შანსი გექნებათ, თავიდან აირიდოთ ზედმეტი სისავსის შეგრძნება. სახლში დაიდეთ უფრო პატარა პორცია და დაფიქრდით ნამდვილად გინდათ თუ არა მეორე. თავი აარიდეთ დიდ პორციებს გარეთ ჭამის დროს. სახლში ჯანსაღი საკვების კეთებისას შეგიძლიათ აკონტროლოთ პორციის ზომები და დაზოგოთ ფული.

 

Image courtesy of Apolonia at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 19/10/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 19/10/2015