ძალიან მცირე კალორიების შემცველი დიეტები

თუ  ცდილობთ დაიკლოთ წონა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ყველაზე მნიშვნელოვანია. იშვიათ შემთხვევებში ძალიან მცირე კალორიების შემცველი დიეტა (VLCD) შეიძლება სწორი არჩევანი იყოს. მაგრამ მათი დაცვა მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაშ შეიძლება, ამიტომ გაესაუბრეთ ექიმს.

ჯანსაღი წონის მიღწევა დამოკიდებულია ბალანსის აღმოჩენაზე მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის.

წონის დასაკლებად ადამიანი უნდა ხარჯავდეს იმაზე მეტ კალორიებს, ვიდრე დღის განმავლობაში სასმელით და საჭმლით იღებს. ამის გაკეთება შეგიძლიათ კვებაში ჯანსაღი ცვლილებების შეტანით და ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობის დამატებით. ხშირ შემთხვევებში, ეს საკმარისია ჯანსაღი წონის მისაღწევად.

შეგიძლიათ გაიგოთ მეტი დიეტის შეცვლის შესახებ ჯანსაღ კვებაში და მიიღოთ რჩევები ფიზიკური აქტივობის გაზრდაზე ფიტნესში.

თუმცა, თუ მოახდინეთ ეს ცვლილებები და თქვენ მიერ განცდილი წონის კლება ვერ მივიდა ჯანსაღ წონამდე, თქვენ შეიძლება დაგეხმართ ძალიან მცირე კალორიების შემცველი დიეტა.

VLCD არ არის ხელმისაწვდომი NHS-ში, მაგრამ მას სთავაზობს ბევრი კერძო კლინიკა ინგლისში, შესაბამისი საფასურის გათვალისწინებით. აღნიშნული დიეტების შედეგები დადასტურებულია, რომ არის მოკლევადიანი და არ არის ხანგრძლივი ეფექტის დამადასტურებელი საბუთები.

VLCD-ს დაცვის წინ დარწმუნდით, რომ ეს კარგი არჩევანია თქვენთვის. ასევე მნიშნელოვანია უსაფრთხო დიეტის არჩევა და მისი სწორად დაცვა. რაც გულისხმობს დამატებითი რჩევისთვის ექიმთან მისვლას.

 

რა არის VLCD?

ძალიან მცირე რაოდენობით კალორიების შემცველი დიეტა, არის ნებისმიერი დიეტა, რომელიც გულისხმობს დღეში 1000 ან ნაკლები კალორიის მიღებას. ის უნდა დაიცვას მხოლოდ მიყოლებული 12 კვირის განმავლობაში, ან მონაცვლეობით, მაგალითად ორი ან სამი დღის გამოშვებით ნაკლებად კალორიულ ან ნორმალურ დიეტასთან ერთად.

კალორიების დღიური რეკომენდირებული რაოდენობა არის 2000 ქალებისთვის და 2500 მამაკაცებისთვის, რაც ნიშნავს, რომ VLCD ბევრად უფრო ნაკლებ კალორიას მოგცემთ, ვიდრე ადამიანს სჭირდება ჯანსაღი და სტაბილური წონის შესანარჩუნებლად. ამიტომ აღნიშნული დიეტა უფრო სწრაფ კლებას გამოიწვევს, ვიდრე წონის დაკლების ტრადიციული პროგრამა.

მნიშვნელოვანია, რომ VLCD გამოიყენონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს სჭირდებათ და ის სწორად დაიცვან. კალორიების მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიც არის კენჭი ნაღვლის ბუშტში, გულის პრობლემები და არასაკმარისი მკვებავი ნივთიერებების მიღებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, როგორიც არის დაღლილობა და ანემია. სწორი VLCD მოგცემთ ყველა საჭირო მკვებავი ნივთიერების მიღების საშუალებას. ძირითად შემთხვევებში ის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების აღმოცენების შემთხევვაში მოხდეს შესაბამისი მოქმედება.

ინგლისში რამდენიმე კერძო ორგანიზაცია ყიდის VLCD-ს გეგმებს. ტიპიური VLCD-ს დროს, ადამიანი, რომელიც იცავს დიეტას შეწყვეტს ჩვეულებრივი საკვების მიღებას და გადავა სპეციალურ სასმელზე, სუპებზე ან ფაფებზე, რომლებიც შეიცავს რძის, კვერცხის ან სოიოს პროტეინს. შემცვლელი საკვები შეირჩევა ისე, რომ ადამიანმა მიიღოს ყველა საჭირო მკვებავი ნივთიერება და 800 ან ნაკლები კალორია. ადამიანი, რომელიც იცავს დიეტას რეგულარულად შეხვდება კომპანიის გაწვრთნილ წარმომადგენელს, რომელიც შეამოწმებს მის პროგრესს.

 

ვინ უნდა გამოიყენოს VLCD?

VLCD-ს გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმათთვის, ვინც ძალიან ჭარბწონიანია და ვერ იკლებს წონაში ცხოვრებაში ჯანსაღი ცვლილებების შეტანის მიუხედავად.

იმ ხალხის უმრავლესობისთვის, ვისაც უნდა წონის დაკლება არ არის აუცილებელი მსგავსი დიეტა.

თუმცა, ეს შეიძლება სწორი არჩევანი იყოს თქვენთვის, თუ აკმაყოფილებთ სამივე ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

  • თქვენ უკვე შეიტანეთ ჯანსაღი ცვლილებები კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში
  • თქვენ მაინც ძალიან ჭარბწონიანი ხართ (BMI 30 ან მეტი)
  • თქვენ აღარ იკლებთ წონაში

VLCD არ არის რეკომენდირებული ორსული და ძუძუთი მკვებავი დედებისთვის  და არ გამოიყენება ბავშვებში. გაიგეთ მეტი ორსულობისას ჯანსაღი კვების შესახებ.

 

როგორ გამოვიყენოთ VLCD?

თუ გგონიათ, რომ VLCD თქვენთვის სწორი არჩევანია, პირველ რიგში გაესაუბრეთ ექიმს. ის დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, დაგეხმარებათ თუ არა VLCD. მათ შეიძლება გაზომონ თქვენი BMI ან გაგესაუბრონ თქვენ მიერ წონის დაკლებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. VLCD არ შეეფერება ადამიანებს ზოგიეთი დაავადებით, როგორიც არის კვებითი დარღვევები და ეპილეფსია, ექიმი ამაზეც გაგეაუბრებათ.

თუ ექიმი დაგეთანხმებათ, რომ VLCD კარგი იდეაა, შემდეგი ნაბიჯი იქნება დიეტის კარგი პორვაიდერის ნახვა. ექიმს ამ საკითხშიც შეუძლია თქვენი დახმარება.

პირველ შეხვედრაზე VLCD-ს ორგანიზაციის წარმომადგენელი კონსულტანტი გაგესაუბრებათ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეს დიეტა, რა რაოდენობით კბელას უნდა ელოდოთ და რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს დიეტის დაცვის დროს. ძირითად შემთხვევებში ისინის სუტია და შეიძლება შეიცავდეს დაღლილობას, დიარეას, შეკრულობასა და გულისრევას. ტიპიურად, თქვენ გთხოვენ აღრიცხოთ წონის კლება და გვერდითი მოვლენები. თუ დიეტის დაცვის პროცესში შეგექმნებათ პრობლემები, კონსულტანტი გაგიშვებთ ექიმთან. 

 

Image courtesy of Simon Howden at FreeDigitalPhotos.net 

ბოლო განხილვის თარიღი: 17/10/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/10/2016