სიმაღლისა და წონის შეფარდების დიაგრამა

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დიაგრამა, რომ გაიგოთ შეესაბამება თუ არა თქვენი წონა თქვენს სიმაღლეს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი BMI ჯანსაღი წონის კალკულატორი.

ეს სიმაღლისა და წონის ტაბულა შეესაბამება მხოლოდ ზრდასრულ ქალებსა და კაცებს და არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ გაინტერესებთ არის თუ არა თქვენი შვილი ჯანსაღი წონის, ან თუ თქვენ თვითონ 18 წლამდე ხართ გამოიყენეთ BMI ჯანსაღი წონის კალკულატორი, რომელიც მორგებულია ბავშვებზეც და ზრდასრულებზეც. ზრდის ტაბულებში, რომლებიც სპეციალურად ბავშვებზეა გათვლილი მითითებულია წითელ წიგნში (ბავშვის ჯანმრთელობის პერსონალურ აღრიცხვაში), რომელსაც ინგლისის თითქმის ყველა ნაწილში მშობლებს ბავშვის დაბადების წინ ან დაბადებიდან მაველე აძლევენ.

 

სიმაღლისა და წონის დიაგრამის ინტერპრეტაცია

გახსოვდეთ, რომ ეს დიაგრამა გამოიყენება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ადამიანებისთვის.

 

გამხდარი - დაბალწონიანი

თუ თქვენ ამ კატეგორიაში აღმოჩნდით, ამას ბევრი მეზეზი შეიძლება ჰქონდეს. ექიმი მოგცემთ რჩევასა და დამატებით ინფორმაციას. შეგიძლიათ გაიგოთ მეტი და წაიკითხოთ კვებითი ღირებულება არასაკმარისი წონის მქონე ზრდასრულებისთვის.

 

ჯანსაღი წონა

თუ ამ კატეგორიაში მოხვდით, თქვენი წონა ჯანსაღია თქვენი სიმაღლისთვის. თუმცა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მაინც მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტა და ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზრდასრული ადამიანები კვირაში 150 წუთიან (2 საათი და 30 წუთი) ვარჯიშს უნდა უმიზნებდნენ. გაიგეთ მეტი ვარჯიშის სარგებელში.

 

ჭარბწონიანი, მსუქანი და ძალიან მსუქანი

თუ ამ კატეგორიებიდან რომელიმეში მოხვდით, თქვენი წონა ჯანსაღ ზღვარს აღემატება. ზედმეტი წონა ზრდის გულის დაავადებების, შეტევების და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. დროა იმოქმედოთ. NHS Choices გთავაზობთ ბევრ ინფორმაციასა და რჩევებს, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ

  • წონაში დაკლება” შეიცავს ინფორმაციას და რჩევებს ჯანსაღი წონის მიღწევისთვის
  • საჭმელი და კვება” შეიცავს ინფორმაციასა და რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ
  • ჯანმრთელობა და ვარჯიში” გთავაზობთ ინფრომაციას ფიზიკური აქტივობის შესახებ, მათ შორის რამდენი უნდა ივარჯიშოთ და როგორ ჩაჯდეთ ფორმაში უფასოდ

ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ექთანს. მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ ცხოვრების სტილის ცვლილებები, გაგაგზავნონ წონის დაკლების ჯგუფში ან შემოგთავაზონ სხვა მკურნალობა. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ექიმი.

 

ეს დიაგრამა ყველა ზრდასრული ადამიანისთვისაა გამოსადეგი?

ეს დიაგრამა შეესაბამება 18 წელზე ზევით მყოფი ადამიანების უმრავლესობას. თუმცა, თუ თქვენ ძალიან დიდი კუნთური მასა გაქვთ, მან შეიძლება არასწორი პასუხი გიჩვენოთ. მაგალითად პროფესიონალი მორაგეები შეიძლება აღმოჩნდნენ ”მსუქან” კატეგორიაში სხეულში ცხიმის დაბალი შემცველობის მიუხედავად. თუმცა ეს არ ხდება ადამიანთა უმრავლესობის შემთხვევაში. BMI-სთან ერთად წელის გარშემოწერილობასაც შეუძლია მოგვცეს ინფრომაცია ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. გაიგეთ მეტი სტატიაში “რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის ფორმა”.

 

შეამოწმეთ თქვენი BMI

BMI (სხეულის მასის ინდექსი) არის იმის შემოწმების კიდევ ერთი გზა, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი წონა თქვენს სიმაღლეს. შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად ჯანსაღია თქვენი წონა სიმაღლესთან შეფარდებაში და მიიღოთ გამზადებული რჩევა ჩვენი BMI ჯანსაღი წონის კალკულატორის გამოყენებით.

ბოლო განხილვის თარიღი: 14/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 14/04/2017