სწორი კვების თეფში

სწორი კვების თეფში აჩვენებს სხვადასხვა ტიპის საკვებს და მათ მიზანშეწონილ პროპორციას ჩვენი კვების რაციონში.

 

სასურველია, რომ ეს ბალანსი ყოველდღიურად დავიცვათ, მაგრამ აუცილებელი არ არის მის ყოველ ჭამაზე შესრულება. ასევე შეიძლება დაბალანსება უფრო ხანგრძლივ პერიოდში გაგიადვილდეთ, მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში. შეეცადეთ მარილის დაბალი შემცველობის საკვების გამოყენება, თუ ეს შესაძლებელია.

ჯანსაღი კვება გულისხმობს თქვენი ენერგეტიკული დანახარჯების შესაბამისად კვებას. ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა ჭარბწონიანი ან მსუქანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ჭამენ უფრო მეტს, ვიდრე საჭიროა და შესაბამისად ჭარბწონიანებისთვის წონის დასაკლებად აუცილებელია ნაკლები კალორიების მიღება.

სწორი კვების თეფშის მიხედვით ხილი და ბოსტნეული უნდა შეადგენდეს რაციონის ერთ მესამედ ნაწილს - 33%-ს. მეორე მესამედი უნდა შედგებოდეს სახამებლიანი საკვებით, როგორიცაა პური, ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი და სხვა სახამებლიანი საკვების კატეგორიებისგან. რძე და რძის პროდუქტები უნდა მივიღოთ მთლიანი რაციონის 15%. ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და სხვა ცილის შემცველი საკვები (არა რძის პროდუქტებისგან მირებული ცილოვანი საკვები) - რაციონის 12%-ს უნდა შეადგენდეს. და მხოლოდ 7% შეიძლება რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმის შემცველი საკვები და სასმელები, როგორებიცაა ნამცხვრები, კრემები, არაჟანი, კარაქი, ზეთი, შაქრის შემცველი წვენები და ა.შ.

სწორი კვების თეფშის თანახმად შეეცადეთ მიირთვათ:

 

დიდი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული უნდა შეადგენდეს რაციონის ერთ მესამედ წილს.

იცოდით თუ არა, რომ ყოველდღიურად უნდა მივიღოთ სულ მცირე ხუთი პორცია ხილი და ბოსტნეული?

გაიგეთ მეტი დღეში 5 პორციის შესახებ.

 

დიდი რაოდენობით კარტოფილი, პური, ბრინჯი, პასტა და სხვა სახამებლიანი საკვები

სახამებლიანი საკვების კატეგორიები, როგორიცაა პური, ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი და ა.შ. უნდა შეადგენდეს რაციონის ერთ მესამედ წილს.

თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ მთლიანი მარცვლის მქონე საკვები, ან მიირთვით კარტოფილი კანთან ერთად მეტი ბოჭკოს მისაღებად.

მეტი სახამებლიან საკვებზე.

 

გარკვეული რაოდენობის რძე და რძის პროდუქტები

რძე და რძის პროდუქტები უნდა მივიღოთ მთელი რაციონის 15%-ის ოდენობით.

გამოიყენეთ ნაკლები ცხიმის შემცველი რძის პროდუქტები. ეს არის კალციუმისა და პროტეინის ჯანსაღი გზა.

მეტი რძისა და რძის პროდუქტების შესახებ.

 

გარკვეული რაოდენობის ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო და სხვა არარძის პროდუქტის ცილის წყაროები

ამ კატეგორიის საკვების მიღება რეკომენდირებულია რაციონის 12%-ის რაოდენობით.

ესენია ცილების, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყარო და შეადგენენ ბალანსირებული დიეტის ნაწილს.

მეტი ხორცის, თევზის, კვერცხისა და ლობიოს შესახებ.

 

ცხიმისა და შაქრის შემცველი საკვების მხოლოდ მცირე რაოდენობა

ტკბილი და ცხიმიანი საკვები უნდა მივიღოთ მთლიანი კვების რაციონის არაუმეტეს 7%-ისა.

შეამცირეთ ცხიმისა და შაქრის რაოდენობა ნაკლები ტკბილეულის, ნამცხვრების და შაქრიანი სასმელის რაოდენობა.

მეტი ცხიმისა და შაქრის შესახებ.

 

სასარგებლოა ჩემთვის სწორი კვების თეფში?

სწორი კვების თეფში შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ორგანიზაციის "ინგლისის სახალხო ჯანმრთელობის" (Public Health England) მიერ, როგორც მთავრობის რეკომენდაცია ჯანმრთელი და ბალანსირებული დიეტის შესახებ. რაციონის ეს მოდელი დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა ინტენსიურ კვლევებს მომხმარებლებზე, ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად. ის ერგება ადამიანთა უმტრავლესობას, იმის მიუხედავად ჭარბწონიანია ის თუ არა, ხორცს ჭამს თუ ვეგეტარიანელია, ასვე განკუთვნილია ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის ხალხისთვის.

თუმცა, ის არ არის განკუთვნილი ორ წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მათ სხვანაირი მოთხოვნილებები აქვთ.

ორიდან ხუთ წლამდე ბავშვებმა ნელნელა უნდა დაიწყონ გადასვლა სწორი კვების თეფშის პროპორციების შესაბამისად და იკვებონ ოჯახის სხვა წევრების მსგავსად. გაიგეთ მეტი ძუძუთი კვების პირველი დღეებისა და ბავშვის პირველი მყარი საკვების შესახებ.

ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დიეტოლოგიური მოთხოვნილებები, ან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მყოფ პირებს, შესაძლებელია დასჭირდეთ დიეტოლოგთან გადამოწმება რამდენად სასარგებლო იქნება მათთვის სწორი კვების თეფშის მიხედვით კვება.

 

შემდგომი ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ

არსებობს კიდევ ბევრი რჩევა და ინფორმაცია რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს საკვებისა და დიეტის სექციაში.

დასაწყისისთვის წაიკითხეთ:

გაქვთ შეკითხვა სწორი კვების თეფშთან დაკავშირებით? მისწერეთ eatwell plate-ს ჯგუფს Public Health England-ზე: phe.enquiries@phe.gov.uk

  

Image courtesy of artur84 at FreeDigitalPhotos.net Image courtesy of KEKO64 at FreeDigitalPhotos.net Image courtesy of Dino De Luca at FreeDigitalPhotos.net Image courtesy of Vichaya Kiatying-Angsulee at FreeDigitalPhotos.net Image courtesy of rakratchada torsap at FreeDigitalPhotos.net Image courtesy of Serge Bertasius Photography at FreeDigitalPhotos.net Image courtesy of criminalatt at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 12/06/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 12/06/2017