სიმართლე შაქრის შემცვლელების შესახებ

შაქრის არაბუნებრივი ქიმიური შემცვლელები ებვძვის კბილების დაზიანებას, დიაბეტს და ჭარბწონიანობას?

თქვენი არჩევნის მიუხედავად, მათი თავიდან აცილება შეუძლებელია. ისინი შედის უამრავი საკვების შემადგენლობაში: სასმელები, დესეტრები, მზა საკვები, საღეჭი რეზინი და კბილის პასტა.

მათი პოტენციური ტოქსიკურობის ეფექტის საშიშროებაზე საუბარი დაიწყო პირველი მათგანის - საქარინის გამოჩენისთანავე, რომელსაც “ღარიბი ადამიანის შაქარს” უწოდებდნენ, 1879 წელს.

კიბო, გულის შეტევები, ინსულტი, დაბალი წონა დაბადებისას, მაღალი წნევა, გულისრევა, თავბრუსხვევა- ყველა ციტირებული იყო როგორც შაქრის შემცვლელების გამოყენების შედეგად წარმოშობილ რისკად.

მაგრამ არც ერთი ეს მოსაზრება არ გავრცელდა და მოთხოვნა შაქრის შემცვლელებზე არ შემცირდა, რადგან მყიდველებს უნდათ შაქრის რადენობის შემცირება და ამავდროულად სიტკბოს სურვილის დაკმაყოფილება.

ბრიტანეთში დამატკბობლების ბაზარი 60 მილიარდ ინგლისრურ ფუნტად არის შეფასებული და ბრიტანეთის ოჯახების მეოთხედზე მეტი ხელოვნურ დამატკბობლებს იყენებს.

დამატკბობელი არის დაბალკალორიული ან საერთოდ უკალორიო ქიმიური ნაერთი, რომელიც საკვებსა და სასმელში შაქარს უწევს მაგივრობას.

გაიგეთ რას ამბობს მეცნიერული კვლევის შედეგებუ დამტკბობი საშუალებებიდან ყველაზე გავრცელებულთა შესახებ:

შაქრის ყველა შემცვლელი, რომელიც გამოიყენება ბრიტანეთში შემოწმებულია ევროპის საკვების უსაფრთხოების ორგანოს მიერ European Food Safety Authority-სა (EFSA)და მისი წინამორბედის საკვების მეცნიერული კომიტეტის მიერ, ყველა არსებული მტკიცებულების მკაცრი შეფასების  საფუძველზე.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრმა (Cancer Research UK) და ამერიკის შეერთებული შტატების კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა (US National Cancer Institut) განაცხადეს, რომ ადამიანებში შაქრის შემცვლელებისა და კიბოს კავშირის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

“კვლევებმა შაქრის შემცვლელების შესახებ დაადგინა, რომ მათი მოხმარება არ ზრდის კიბოს განვითარების რისკს” ამბობს Cancer Research UK.

“ადამიანებზე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა დაადგინა, რომ შაქრის შემცვლელები უსაფრთხოა.”

შეფასების პროცესის ფარგლებში, EFSA-მ დაადგინა დასაშვები ყოველდღიური დოზა, რომელიც გულისხმობს შაქრის შემცვლელის მაქსიმალურ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო რაოდენობას.

არ არის აუცილებელი საკვებში მიღებული შაქრის შემცვლელების რაოდენობის დათვლა, რადგან ადამიანის კვებითი ჩვევები გათვალისწინებულია იმის დადგენაში, თუ რა საკვებში შეიძლება შაქრის შემცვლელების გამოყენება.

 

შაქრის შემცვლელები ჯანსაღია?

ისინი უსაფრთხოა, მაგრამ ჯანსაღია? საკვების მწარმოებლები ამბობენ, რომ შაქრის შემცვლელები გვეხმარება კბილების დაცვაში, სისხლში შაქრის რაოდენობისა და მიღებული კალორიების კონტროლში.

EPSA-მ მხარი დაუჭირა განცხადებებს xylitol-ის, sobitol-ისა და sucralos-ის გამაჯანსაღებელი ეფექტის შესახებ ორალური ჯანმრთელობისა და სისხლში შაქრის რაოდენობის კონტროლის სფეროში.

დიეტოლოგი ემა კარდერი ამბობს: “კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის შემცვლელები სავსებით უსაფრთხოა ყოველდღიური მოხმარებისთვის, ჯანსაღი კვებითი რაციონის ფარგლებში”

ის ასევე ამბობს, რომ შაქრის შემცვლელები კარგია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შაქრის კონრტოლი და ამავდროულად მაინც მიირთვან სასურველი საკვები.

“შაქრის მსგავსად, შაქრის შემცვლელები ტკბილ გემოს აძლევენ საკვებსა და სასმელს, მათი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმში აღმოჩენის შემდეგ შაქრის შემცვლელი სისხლში გლუკოზის დონეს არ ზრდის.” ამბობს ის.

რაც შეეხება წონის კონტროლს, იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ შაქრის შემცვლელები მიღებული კალორიების რაოდენობას ამცირებს საკამათოა.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენებას შესაძლებელია ჰქონდეს მადაზე სტიმულაციის ეფექტი და შესაბამისად შეიძლება თავისი როლი იქონიოს წონის მომატებაზე და ჭარბწონიანობაზე. თუმცა ამ სტიმულაციის შესახებ კვლევები არ არის სრულფასოვანი. ისევე როგორც, ძალიან მცირე მტკიცებულებებია იმის შესახებ, რომ დამატკბობლები უბიძგებენ მომხმარებლებს მომატებული კალორიების მიღებისკენ და იწვევენ ჭარბწონიანობის რისკს.

კარდერი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კვლევები ამ საკითხში აუცილებელია, შაქრის შემცვლელები აგრძელებენ თავიანთ სასარგებლო როლს რომ იყვნენ ტკბილი საკვების მიღების ნაკლებად კალორიულ ალტერნატივად.”

 

Image courtesy of thaikrit at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 1/04/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/04/2016