თევზები და მოლუსკები

ჯანსაღი კვებითი რაციონი უნდა შეიცავდეს კვირაში მინიმუმ ორ პორცია თევზს, აქედან ერთი უნდა იყოს ცხიმიანი თევზი.

ეს აუცილებელია, რადგან თევზი და მოლუსკები ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა. ცხიმიანი თევზი, როგორიც არის ორაგული და ახალი თინუსი შეიცავს გრძელჯაჭვიან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ადამიანების უმრავლესობა მეტ თევზს უნდა მიირთმევდეს, ვიდრე ახლა მიირთმევს. თუმცა, არსებობს ცხიმიანი თევზის, კიბორჩხალებისა და ზოგიერთი თეთრი თევზის მოხმარების მაქსიმალური რეკომენდირებული ზღვრები. ასევე არსებობს დამატებითი რჩევები, ორსული, ძუძუთი მკვებავი დედებისთვის, ბავშვებისთვისა და ჩვილებისთვის.

თევზი გამომცხვარ, მოთუშურ ან გრილზე დამზადებულ მდგომარეობაში, უფრო ჯანსაღია, ვიდრე შემწვარი თევზი. თევზისა და მოლუსკების შეწვა მათში ცხიმის შემცველობას ზრდის, განსაკუთრებით კი მაშინ თუ კარაქშია მომზადებული.

 

თევზის ტიპები

თევზისა და მოლუსკების სხვადასხვა სახეობები გვამარაგებს სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებით.

 

ცხიმიანი თევზი

ორაგული, სკუმბრია, სარდინები, კალმახი, ქაშაყი ცხიმიანი თევზების კატეგორიას წარმოადგენს. ცხიმიანი თევზი:

  • შეიცავს დიდი რაოდენობით გრძელჯაჭვიან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, რომელსაც შეუძლია დაიცვას გული დაავადებებისგან
  • D ვიტამინის კარგი წყაროა.

ზოგიერთი ცხიმიანი თევზი შეიცავს პატარა ძვლებს, რომლებსაც ჩვენ ვჭამთ. ასეთია წვრილი თევზები, კონსერვირებული სარდინები და კონსერვირებული ორაგული (მაგრამ არა ცოცხალი ორაგული). ეს თევზები გვეხმარება ძვლების სიძლიერის შენარჩუნებაში, რადგან ისინი შეიცავენ კალციუმსა და ფოსფორს.

 

რომელია ცხიმიანი თევზი?

ქვემოთ ჩამოთვლილია ცხიმიანი თევზები, რომლებიც არის გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კარგი წყარო:

  • ანჩოუსი
  • კობრი
  • ქაშაყი
  • სკუმბრია
  • ორაგული/სალმონი
  • სარდინები
  • შპროტი
  • კალმახი
  • ტუნა (ოღონდ დაუკონსერვებელი)
  • წვრილი თევზი.

დაკონსერვებული ტუნა (თინუსი) არ ითვლება ცხიმიან თევზად. თინუსი ცხიმოვან თევზად ითვლება, თუმცა დაკონსერვების შემდეგ გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა იმდენად მცირდება, რომ სხვა არაცხიმოვანი თევზების კატეგორიას უტოლდება.

 

თეთრი თევზი

თეთრი თევზის მაგალითებია ვირთევზა, პიქშა, ქამბალა, კამბალა/სვია, ბარაბული, ტილაპია და სხვა.

თეთრი თევზი:

  • ნაკლებად ცხიმიანია, ამიტომ ის წითელი, ან დამუშავებული ხორცის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანსაღი შემცვლელია. ხორცი ხშირად ცხიმის, განსაკუთრებით კი ნაჯერი ცხიმების დიდ რაოდენობას შეიცავს.
  • ომეგა-3 ცხიმოვანი მჯავის მიღების საშუალება, მაგრამ ცხიმიან თევზთან შედარებით დაბალი რაოდენობით.

 

მოლუსკები

მოლუსკებში შედის კრევეტები, ორკარედიანი ნიჟარები, ნიჟარები, კალმარები და ლანგუსტები.

მოლუსკები:

  • შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს
  • წარმოადგენს სელენიუმის, თუთიის, იოდისა და სპილენძის კარგ წყაროს.

ზოგიერთი მოლუსკი, როგორიც არის ორკარედიანი ნიჟარები, ხამანწკები, კალმარები და კიბორჩხალები, შეიცავენ გრძელჯაჭვიან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე ცხიმიანი თევზები.

 

ცხიმიანი თევზი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა

ცხიმიანი თევზი შეიცავს ცხიმის განსხვავებულ სახეობას სახელწოდებით გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა.

ცხიმის ამ სახეობას შეუძლია ხელი შეუშალოს სისხლის დაავადებების განვითარებას. ის ასევე კარგია ორსული ან ძუძუთი მკვებავი ქალებისთვის, რადგან ის ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებაში.

ცხიმიანი თევზი გრძელჯაჭვიანი ომეგა-3-ის საუკეთესო წყაროა, თუმცა ის ზოგიერთი მოლუსკის და თეთრი თევზის შემადგენლობაშიც შედის, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით. მოლუსკებიდან ამ სახეობის ცხიმის საუკეთესო წყაროა ორკარედიანი ნიჟარები, ხამანწკები, კალმარი და კიბორჩხალა.

 

რა რაოდენობის თევზი უნდა მივიღოთ?

ჯანსაღი კვებითი რაციონი კვირაში ორ პორცია თევზს უნდა შეიცავდეს, აქედან ერთი პორცია ცხიმიანი თევზი უნდა იყოს. ხალხის უმრავლესობა საკმარისი რაოდენობით თევზს არ ჭამს.

თუმცა თევზის ზოგიერთი სახეობისთვის, არსებობს მისი მოხმარების მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა.

 

რა რაოდენობის ცხიმიანი თევზი უნდა მივიღოთ?

კვირაში ერთი პორცია (140 გრამი მომზადების შემდეგ) ცხიმიანი თევზი უნდა მივირთვათ.

ცხიმიან თევზში შესაძლებელია მცირე რაოდენობის დამაბინძურებელი ნივთიერებები შედიოდეს, ამიტომ არსებობს მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა, რომელიც ჩვენ კვირის განმავლობაში შეიძლება მივირთვათ. ეს რეკომენდაცია განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებისთვის.

  • ქალებმა და გოგონებმა, რომლებიც მომავლაში შეიძლება დაორსულდნენ, ორსულად არიან ან ძუძუთი კვების პროცესში არიან არ უნდა ჭამონ კვირაში ორ პორციაზე მეტი, რადგან ცხიმიან თევზში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებები შეიძლება მომავალში ბავშვის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს.
  • ბიჭებისთვის, კაცებისთვის და იმ ქალებისა და გოგონებისთვის, ვინც არ დაორსულდება ცხიმიანი თევზის მაქსიმალური რაოდენობა კვირაში ოთხ პორციას შეადგენს.

 

რა რაოდენობის თეთრი თევზი უნდა მივიღოთ?

თეთრი თევზია: ვირთევზა, პიქშა, ქამბალა, სვია, ბარაბული, ტილაპია და სხვა. თქვენ შეგიძლიათ თეთრი თევზის ნებისმიერი რაოდენობა მიირთვათ, თქვენი სურვილის შესაბამისად, რამდენიმე სახეობის გარდა, რომელიც შეიცავს ვერცხლს და ცხიმიანი თევზის მსგავს დამაბინძურებელს:

  • სპარუსისებრი თევზი
  • სიბასი (ზღვის ბასი)
  • ჰალტუსი
  • პატუსი
  • ზღვის ძაღლი (ინგლისურად ცნობილია რამდენიმე სახელწოდებით: rock salmon, dogfish, flake, huss, rigg ან rock eel)

ადამიანებმა, რომლებიც რეგულარულად ჭამენ თევზს, თავი უნდა აარიდონ ამ ხუთი სახეობის და კიბორჩხალის ყავისფერი ხორცის ხშირად ჭამას.

იმის მიუხედავად, რომ ზვიგენი და მარლინი (იალქნისნაირები) თეთრი თევზის სახეობებია, მათ მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია განსხვავებულია.

  • ბავშვებმა, ორსულმა ქალებმა და ქალებმა, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ ზვიგენი და იალქნსინაირები არ უნდა ჭამონ, რადგან ეს ორი სახეობა სხვა თევზზე მეტ ვერცხლისწყალს შეიცავს.
  • სხვა ზრდასრულებმა ამ ორი სახეობის კვირაში ორ პორციაზე მეტი არ უნდა მიირთვან.

ზვიგენთა და იალქნსინაირების დიდი ნაწილი გადაშენების პირას არის. ამიტომ უკეთესი იქნება თუ მათ ნაკლებ რაოდენობას შევჭამთ, რათა მათ გადაშენებას ხელი შევუშალოთ.

 

რა რაოდენობის მოლუსკები უნდა მივიღოთ?

თუმცა არსებობს რეკომენდაცია კიბირჩხალის ყავისფერი ხორცის შესახებ, თქვენ ნებისმიერი რაოდნებით თეთრი კობორჩხალის ხორცი მიირთვათ. შეზღუდვა სხვა სახის მოლუსკებზე საერთოდ არ არსებობს.

 

თევზის ჭამა დაორსულებისას, ორსულობისას და ძუძუთი კვებისას

თევზის ჭამა კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვისა და ბავშვის განვითარებისთვის. მაგრამ ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ზოგიერთ თევზს და შეამცირონ ზოგიერთის რაოდენობა. ეს ზოგიერთ თევზში შემავალი ვერცხლისწყლის და დამაბინძურებლების გამოა აუცილებელი.

ორსულობისას მოწამვლა შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ უმ მოლუსკებზე უარის თქმით და მათი გულდასმით მომზადებით.

ქვემოთ მოცემულია კვების საკითხებზე მეცნიერული კომიტეტისა და ტოქსიკურობის კომიტეტის რჩევები თევზის ჭამაზე დაორსულების მცდელობისას, ორსულობისას ან ძუძუთი კვებისას.

  • ზვიგენი და იალქნისნაირები: არ ჭამოთ თუ ორსულად ხართ, ან ცდილობთ, რომ დაორსულდეთ. ყველა სხვა ზრდასრულმა ადამიანმა, მათ შორის ძუძუთი კვებაზე მყოფმა დედებმა კვირაში ერთ პორციაზე მეტი არ უნდა მიიღონ, რადგან თევზის ეს სახეობები სხვა თევზზე მეტ ვერცხლისწყალს შეიცვას, მას კი განვითარების პროცესში მყოფი ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანება შეუძლია.
  • ცხიმიანი თევზი: თუ ორსულად ხართ, ცდილობთ დაორსულდეთ ან ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი კვირაში ორ პოციაზე მეტი არ უნდა მიირთვათ. ერთი პორცია დაახლოებით 10 გრამს შეადგენს.
  • კონსერვირებული თინუსი: თუ თქვენ ცდილობთ დაორსულდეთ ან ორსულად ხართ კვირაში ოთხ შეკვრა თუნუსზე მეტი არ უნდა მიირთვათ. თუ ძუძუთი კვებაზე ხართ თქვენთვის ლიმიტი არ არსებობს.

აღნიშნულ რჩევაში ნაგულისხმებია თინუსის პატარა 140 გრამიანი ქილა. გახსოვდეთ რომ კონსერვირებული თინუსი არ ითვლება ცხიმიან თევზად, ამრიგად მასთან ერთად ორი პორცია ცხიმიანი თევზიც შეგიძლიათ მიირთვათ.

თუ კონსერვირებულ თინუსს მიირთმევთ, მეორე პორციისთვის ცხიმიან თევზად ცოცხალ თინუსს ნუ აირჩევთ, ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის გამო.

თუ თქვენი ექიმი ამას არ გირჩევთ, ორსულობის დროს, ან თუ აპირებთ დაორსულებას თავი აარიდეთ თევზის ღვიძლის ცხიმის შემცველ დანამატებს, რადგან ისინი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავენ, ის კი მუცლადყოფნის პეროიდში ბავშვისთვის საზიანო შეიძლება იყოს. ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ყველა დანამატს, რომელიც ვიტამინ A-ს შეიცავს.

გაიგეთ მეტი სტატიებში “ჯანსაღი კვება ორსულობისას” და “ორსულობისას თავიდან ასაცილებელი საკვები

 

ბავშვებმა და ექვს თვეზე უფროსმა ჩვილებმა უნდა ჭამონ თევზი?

16 წლამდე ბავშვებმა არ უნდა ჭამონ ზვიგენი და იალქნისნაირები, რადგან ამ სახებების თევზში არსებულ ვერცხლისწყალს ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანება შეუძლია.

ნუ მისცემთ ჩვილებსა და ბავშვებს უმ მოლუსკებს, რათა თავიდან აირიდოთ მოწამვლა.

გაიგეთ მეტი ხუთ წლამდე ბავშვების ჯანსაღი კვების შესახებ სტატიაში “თქვენი შვილის პირველი მყარი საკვები

შეგიძლიათ ბიჭებს კვირაში ოთხი პორცია ცხიმიანი თევზიც მისცეთ, გოგოების შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ პორციათა რაოდენობა არ აღემატება ორს, რადგან ცხიმიან თევზში შემავალი დამაბინძურებელი ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს და მომავალი ორსულობის ხელსიშემშლელი ფაქტორი გახდეს.

 

თევზის ღვიძლის ცხიმის დანამატების მიღება

თუ თქვენ სვამთ თევზის ღვიძლის ცხიმის დანამატებს გახსოვდეთ, რომ მათში დიდია A ვიტამინის რაოდენობა, რადგან A ვიტამინი სწორედ თევზის ღვიძლში ინახება. ზედმეტი A ვიტამინის ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში არსებობა საზიანო შეიძლება გახდეს.

კვებასთან დაკავშირებული რჩევების მეცნიერული კომიტეტის რჩევით, თუ თქვენ A ვიტამინის შემცველ დანამატს იღებთ, მიღებული A ვიტამინის სრული რაოდენობა, ანუ საკვებისა და დანამატის ჯამი, არ უნდა აღემატებოდეს 1.5მგ-ს. ორსული ქალებისთვის რეკომენდირებულია A ვიტამინის შემცვლელი დანამატების, მათ შორის თევზის ღვიძლის ცხიმის დანამატის ამოღება, რადგან A ვიტამინი მუცელში მყოფი ბავშვისთვის შეიძლება იყოს საზიანო. გაიგეთ მეტი A ვიტამინის შესახებ.

 

თევზისა და მოლუსკების მდგრადი სახეობების ჭამა

თევზს და მოლუსკებს, რომელსაც იჭერენ ან აწარმოებენ ისეთი გზებით, რომლებიც არ აზიანებს ზღვის ბინადრებს, “მდგრადი” ჯიშები ეწოდება.

რათა დავრწმუნდეთ, რომ საჭმელად საკმარისი თევზი და მოლუსკები არსებობს, ამ საკვების ფართო ასორტიმენტი უნდა ავირჩიოთ. თუ მხოლოდ შეზღუდული სახეობების თევზს შევჭამთ, ამ ჯიშების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდება გადამეტებული თევზაობის გამო.

გადამეტებული თევზაობა კონკრეტული ჯიშის პოპულაციას აყენებს რისკის ქვეშ და ასევე შეიძლება დააბინძუროს ის გარემო სადაც თევზის დაჭერა ხდება.

გაგიეთ მეტი თევზისა და მოლუსკების მდგრადი სახეობების შესახებ და იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ დასახმარებლად ბმულზე “GOV.UK: საზღვაო გარემოს დაცვა და მდგრადობა

 

ხმალთევზა

მიუხედავად იმისა, რომ ხმალთევზაც ცხიმიანი თევზია, მის შესახებ ცალკეული რეკომენდაცია არსებობს.

რადგან ხმალთევზა შეიძლება შეიცავდეს უფრო მეტი რაოდენობით ვერცხლისწყალს, მისი მოჭარბებული რაოდენობით მირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

ამიტომ ხმალთევზა არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მათთვის ვინც დაორსულებას აპირებს. სხვა ზრდასრულმა ადამიანებმა შესაძლებელია მიირთვან ხმალთევზას არაუმეტეს ერთი პორციისა კვირაში.

 

თევზისა და მოლუსკების უსაფრთხოება

ისეთი თევზისა და მოლუსკების ჭამა, რომელიც არ არის ახალი ან ინახებოდა არასწორ პირობებში, შეიძლება მოწამლვის მიზეზი გახდეს. ამ სტატიაში იხილავთ რჩევებს თევზისა და მოლუსკების სწორად შენახვისა და მომზადების შესახებ.

მოლუსკები, როგორიც არის ორკარედიანი ნიჟარები, მოლუსკები და ხამანწკები, რომლებიც ცოცხალია, ან არ არის კარგად მომზადებული, შეიძლება შეიცავდეს მავნე ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. სათანადო მომზადება კლავს ბაქტერიებსა და ვირუსებს.

ჩვენ მიერ მიღებული მოლუკსების უმრავლესობა ჭამის წინ მზადდება, მაგრამ ხანამწკებს უმ მდგომარეობაშიც ჭამენ.

უმი მოლუსკები, განსაკუთრებით კი ხამანწკები, შეიძლება ვირუსული დაბინძურების მიზეზი გახდეს. 2011 წელს ჩატარებულმა საკვების სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის საწარმოებიდან აღებული ხამანწკების ორიმესამედი შეიცავს ნოროვირუსს, თუმცა მათ ნახევარში ეს ვირუსი მხოლოდ მცირე რაოდენობით იყო აღმოჩენილი. დღეისათვის ეს ინფორმაცია არ ქმნის ხამანწკების ყიდვისა და ჭამისას ავად გახდომის საშიშროებას საკმარისად დიდს. თუ უმად აპირებთ ხამანწკების მირთმევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ ყიდვას და შენახვას. ქვემოთ მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

მოლუსკებში ასევე შეიძლება შედიოდეს ბიოტოქსინები, როგორიც არის:

  • მოლუსკების პარალიზური მომწამლავი ტოქსინები (paralytic shellfish poisoning (PSP) toxins)
  • ლიპოფილური ტოქსინები, რომელიც მოიცავს მოლუსკების დიარეული მოწამვლის ტოქსინებს (lipophilic toxins, including diarrhetic shellfish poisoning (DSP) toxins)
  • ამნეზური მომწამლავი ტოქსინები (amnesic shellfish poisoning (ASP) toxins)

კონკრეტული ტოქსინის მიხედვით სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • თავის ტკივილი
  • მგრძნობელობის შემცირება
  • სუნთქვის სირთულე
  • მეხსიერების დაკარგვა
  • დეზორიენტაცია
  • მუცლის ტკივილი.

მრავალი სხვა მავნე ნივთიერებისგან განსხვავებით, ტოქსინები საკმაოდ სტაბილურია ტემპერატურის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვების მომზადება მათ არ მოაშორებს. ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, მოლუსკების გაყიდვა რეგულირდება და მოწმდება.

FSA-ს რჩევით, ასაკოვანმა ადამიანებმა, ორსულებმა, პატარა ბავშვებმა და ადამიანებმა, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ არ უნდა ჭამონ უმი ან ნაკლებად მომზადებული მოლუსკები, რათა მოწამვლის რისკი შეამცირონ.

 

თევზისა და მოლუსკების ყიდვა

თევზისა და მოლუსკების არჩევისას:

  • იყიდეთ თევზი და მოლუსკები სანდო წყაროებიდან
  • აირჩიეთ ახალი სახეობები, რომლები შენახულია მაცივარში ან ყინულში
  • არ იყიდოთ საჭმელად გამზადებული თევზი ან მოლუსკები, რომლებიც უმ თევზს ეხება
  • საყიდლებზე წასვლისას თევზი და მოულსკები უკანასკნელ რიგში შეიძინეთ და მაშინვე სახლში წაიღეთ. ის მაცივრიდან ამოღების შემდეგ მალევე ფუჭდება
  • ცოცხალი მოლუსკების მომზადებისას მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ გარე ნიჟარა იხურებოდეს, როცა ხელს უჭერთ. ცოცხალი მოლუსკები თავისით გაიხსნება როდესაც ნიჟარაზე დააკაკუნებთ.

 

თევზისა და მოლუკსების დაჭერა

თევზაობა თქვენი ჰობია? მოგწონთ თქვენ მიერ დაჭერილი, ახალი თევზის ჭამის იდეა? წაიკითხეთ ეს საკვების უსაფრთხოების რჩევები, რომლებსაც FSA არაპროფესიონალ მეთევზეებს სთავაზობს, თუ მათ საკუთარი ხელით დაჭერილი ორაგულისა და ზღვის კალმახის ჭამა სურთ.

თუ გსურთ მოლუკსები საზოგადო ადგილას დაიჭიროთ, უნდა გაარკვიოთ არის თუ არა ეს ადგილი დახურული. თუ ის დახურულია, ეს შეიძლება ტოქსინების, ბაქტერიების ან ქიმიკატების მაღალი შემცველობით იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ადგილიდან მიღებული მოლუკსების ჭამა ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომტანი იქნება.

 

თევზისა და მოლუკსების შენახვა

გაითვალისწინეთ ეს რჩევები თევზის შენახვისას:

  • ჩადეთ თევზი და მოულსკები მაცივარში ან საყინულეში სახლში მოსვლის თანავე
  • თევზი და მოლუსკები დახურულ კონტეინერში უნდა ინახებოდეს, მაგრამ ორკარედიანი ნიჟარები, ხამანწკები და სხვა ცოცხალი სახეობები არ უნდა ინახებოდეს უჰაერო მდგომარეობაში, რადგან მათ სუნთქვა სჭირდებათ
  • არ შეინახოთ თევზი ან მოლუსკები წყალში
  • გადააგდეთ ნებისმიერი სახის მოლუსკები, თუ მათი ნიჟარა გატეხილია ან გაბზარულია, ან თუ ნიჟარა ღიაა და არ იხურება მაშინ, როცა თქვენ მას ხელს ადებთ. ცოცხალი მოლუსკი გაიხსნება თავისით თუ მის ნიჟარაზე დააკაკუნებთ.

 

თევზისა და მოლუსკების მომზადება

გაითვალისწინეთ ეს რჩევები თევზის მომზადებისას:

  • კარგად დაიბანეთ ხელები თევზისა და მოლუსკების მომზადებამდე და მის შემდეგ
  • ნუ მოათავსებთ უმ თევზსა და მოლუსკებს ისე, რომ საჭმელად გამზადებულ საკვებს ეხებოდეს
  • თევზისა და მოლუსკების მომზადებისას გამოიყენეთ ის დაფები, დანები და თეფშები, რომლებსაც სხვა საკვების გასამზადებლად არ იყენებთ
  • თევზი და მოლუსკები შეგიძლიათ მაცივარში გაალღოთ ღამის განმავლობაში. თუ სწრაფად გჭირდებათ გალღობა გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელი. დააყენეთ ის “defrost”-ზე და გამორთეთ მაშინ, როდესაც თევზი ჯერ კიდევ გაყინული, მაგრამ უკვე მოქნილი იქნება
  • თუ უმ თევზს ან მოლუსკებს ამარილებთ, ის მაცივარში შეინახეთ და პროცედურის დამთავრების შემდეგ, როდესაც თევზს, ან მოლუსკებს ამოიღებთ მარინადიდან, ეს მარინადი გადააგდეთ. თუ მაინადის საკვებში გამოყენება გსურთ, გადადეთ მისი გარკვეული რაოდენობა ისე, რომ ის უმ თევზს არ შეეხოს
  • არ ჭამოთ მოლუსკები, რომელიც მომზადების შემდეგ არ იხსნება. შესაძლებელია, რომ ის მომკვდარიყო და მისი ჭამა საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.

 

ალერგია თევზსა და მოლუსკებზე

ალერგია თევზსა და მოლუსკებზე საკმაოდ გავრცელებულია და შეიძლება მძიმე რეაქციებს იწვევდეს.

ადამიანი, რომელსაც ალერგია აქვს გარკვეული სახეობის თევზზე, ხშირად სხვა სახეობების მიმართაც არის ალერგიული.

მსგავსად, თუ ადამიანს ალერგია აქვს რომელიმე მოლუსკზე, უფრო მოსალოდნელია, რომ მას სხვა სახეობაზეც ჰქონდეს ალერგია.

თევზისა და მოლუსკების მომზადება არ ამცირებს ალერგიული ადამიანის რეაქციის სიმძიმეს.

გაიგეთ მეტი საკვების ალერგიებზე.

ბოლო განხილვის თარიღი: 19/12/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 19/12/2016