კვერცხის ჭამის ჯანმრთელი წესი

კვერცხი ცილების კარგი წყაროა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა და მომზადება.

 

კვერცხი ჯანსაღი და ბალანსირებული დიეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ცილებთან ერთად, ის ვიტამინებსა და მინერალებსაც შეიცავს. ის შეიძლება იყოს ჯანსაღი კერძის ნაწილი, რომელიც სწრაფად და ადვილად მზადდება.

თუმცა, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კვეცრხის სწორად შენახვა და მომზადება. ეს რჩევა განსაკუთრებით ეხება სუსტ ადამიანებს: პატარა ბავშვებს, ორსულებს, ასაკოვან ადამიანებს.

 

 

კვერცხი და თქვენი კვებითი რაციონი

კვერცხი კარგი წყაროა შემდეგი ნივთიერებების:

 

რამდენი კვერცხის ჭამა არის უსაფრთხო?

კვერცხის ჭამასთან დაკავშირებული რეკომენდირებული ზღვრები არ არსებობს.

კვერცხი შეიძლება მიირთვათ ჯანმრთელი ბალანსირებული დიეტის შემადგენელ ნაწილად, მაგრამ უმჯობესია თუ მას მოამზადებთ მარილის და ცხიმის გარეშე. მაგალითად უმჯობესია მიირთვათ:

  • მაგრად მოხარშული კვერცხი, მარილის დამატების გარეშე
  • ათქვეფილი კვერცხი (ე.წ. ერბოკვერცხი), მხოლოდ შეწვით კარაქის გარეშე (რადგან კარაქი ნაჯერი ცხიმებითაა მდიდარი).

თუმცა გაითვალისწინეთ ასევე, რომ ყველა საჭირო ნივთიერების მისაღებად, უკეთესია იკვებოთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვებით.

შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ჯანსაღი კვების შესახებ სტატიაში “ბალანსირებული კვებითი რაციონი

 

კვერცხი და ქოლესტერინი

კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, ორგანიზმში მისი მაღალი შემცველობა კი გულის დაავადებების რისკს ზრდის. თუმცა, ჩვენ მიერ მიღებული ნაჯერი ცხიმები (saturated fat) უფრო დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობაზე, ვიდრე ჩვენ მიერ ნაჭამი კვერცხი.

თუ ექიმმა გირჩიათ, ყურადღება მიაქციოთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, უკეთესი იქნება, თუ შეამცირებთ ნაჯერი ცხიმების მიღებას. შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა სტატიაში “შეამცირეთ ნაჯერი ცხიმების მიღება”.

თუ თქვენ ბალანსირებული კვებითი რაციონი გაქვთ, კვერცხის შემცირება მარტო იმ შემთხვევაში მოგიწევთ, თუ ამას ექიმი გირჩევთ.

 

უმი კვერცხი და საკვებით მოწამვლა

უმი კვერცხის, ან თხევადი გულის მქონე კვერცხის, ისევე როგორც უმი ან არასაკმარისად მომზადებული კვერცხის შემცველი საკვების, ჭამამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. გაკსანუთრებით მაშინ, როცა ადამიანი “რისკის ქვეშ’ მყოფ ჯგუფებს მიეკუთვნება. ესენია:

  • პატარა ბავშვები
  • ასაკოვანი ხალხი
  • ორსულები
  • უკვე დაავადებული ადამიანები

ეს იმიტომ ხდება, რომ კვერცხი შეიძლება შეიცავდეს სალმონელას ბაქტერიას, რომელსაც სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

უმი ან არასაკმარისად მომზადებული კვერცხის ჭამისას უკეთესი იქნება პასტერიზებული კვერცხის გამოყენება, რადგან პესტერიზაციის პროცესი კლავს აღნიშნულ ბაქტერიას.

პასტერიზაცია არის პროცედურა, რომლის დროსაც მაღალ ტემპერატურას ბაქტერიების მოსაკლავად იყენებენ. თუმცა კვერცხის უმრავლესობა, რომლის შეძენაც ჩვენ მაღაზიებში შეგვიძლია არ არის პასტერიზებული. პასტერიზებული კვერცხი ხშირად თხევადი, ფხვნილის ან გაყინული სახით არის წარმოდგენილი.

თუ “რისკის ქვეშ’ მყოფი ჯგუფების ადამიანები ჭამენ საკვებს, რომელიც უმია ან არასაკმარისად არის გამზადებული, უფრო უსაფრთხო იქნება პასტერიზებული კვერცხის გამოყენება. როდესაც იყენებთ ნორმალურ, არაპასტერიზებულ კვერცხს, გაითვალისიწნეთ შემდეგი ფაქტორების მნიშვნელობა:

  • კვერცხის უსაფრთხოდ/სწორად შენახვა
  • ბაქტერიების კვერცხიდან სხვა საკვებზე ან სამზარეულოს რაიმე დანადგარზე გადასვლის თავიდან აცილება
  • კვერცხის კარგად მომზადება - მომზადების პროცესში კვერცხის გულისა და ცილის გამაგრების შემდეგ ყველანაირი ბაქტერია კვდება

ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებში არ იმყოფებიან, არ უნდა განიცადონ ჯანმრთელობის პრობლემები უმი ან არასაკმარისად მომზადებული კვერცხის ჭამის შედეგად. თუმცა კვერცხის კარგად მომზადება საუკეთესო გამოსავალია, თუ მოწამვლაზე ნერვიულობთ.

 

უმი კვერცხის შემცველი საკვები

საკვებს, რომელიც უმ კვერცხს შეიცავს, შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა, რადგან კვერცხში არსებული ბაქტერიები არ იქნება განადგურებული.

ჩამოთვლილი საკვები შეიძლება შეიცავდეს უმ კვერცხს:

  • სახლში გაკეთებული მაიონეზი
  • ჰოლანდიური ან ბაიერნული სოუსი
  • სალათის სოუსები
  • ნაყინი
  • გლაზური
  • მუსი
  • ტირამისუ

თუ ამ საკვებს თქვენით ამზადებთ, უფრო უსაფრთხო იქნება პასტერილიზებული კვერცხის გამოყენება.

საწარმოში დამზადებული მაიონეზი, სალათის სოუსები, ნაყინი, დესერტები ან გამზადებული გლაზური ძირითადად პასტერილიზებულ კვერცხს შეიცავს. შეამოწმეთ საკვების ეტიკეტი ან დაუკავშირდით მწარმოებელს, თუ არ ხართ დარწმუნებული როგორი კვერცხია მის დასამზადებლად გამოყენებული.

თუ ღელავთ უმ კვერცხთან დაკავშირებით გარეთ ჭამისას ან საკვების ყიდვისას მიმართეთ ადამიანს, რომელიც ამ საკვებს გაწოდებთ.

 

კვერცხის უსაფრთხოდ შენახვა

კვერცხის კარგად შენახვა გვეხმარება ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილებაში.

წარმოგიდგენთ რჩევებს, რათა სწორად შეინახოთ კვერცხი:

  • შეინახეთ კვერცხი გრილ, მშრალ ადგილას, საუკეთესო ადგილია მაცივარი. კვერცხი უნდა ინახებოდეს 20C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სამზარეულოების უმრავლესობაში ასეთი ადგილი მაცივარია.
  • შეინახეთ კვერცხი სხვა საკვებისგან განცალკევებულად. კარგი იქნება, თუ თქვენი მაცივრის კვერცხის შესანახ ადგილს გამოიყენებთ, რადგან ის კვერცხის ცალკე შენახვაში დაგეხმარებათ.
  • შეჭამეთ კვერცხის შემცველი საკვები მისი დამზადებიდან მოკლე დროის განმავლობაში, თუ მაშინვე ჭამას არ აპირებთ, შეგიძლიათ ის ცივ ადგილას 2 დღის განმავლობაში შეინახოთ. ნამცხვრების უსაფრთხოდ შენახვა შესაძლებელია, თუ მათ არ აქვთ სხვა დამატებითი ინგრედიენტი, მაგალითად კრემი.
  • კარგად მოხარშული კვერცხი მაცივარში 2-3 დღეზე მეტ ხანს არ შეინახოთ.

 

ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილება

ბაქტერიები შეიძლება ადვილად გავრცელდეს კვერცხიდან სხვა საკვებზე, ადამიანის ხელებზე ან სამზარეულოს რაიმე ნაწილზე. ბაქტერიები შეიძლება კვერცხის ქერქის ზედაპირზეც იყოს და თვითონ კვერცხის შემადგენლობაშიც, ამიტომ მათი შენახვა და მომზადება ყურადღებას მოითხოვს.

რჩევები ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

  • მოათავსეთ კვერცხი სხვა საკვებისგან ცალკე, მაშინაც, როცა ის ნაჭუჭშია და მისი გატეხვის შემდეგაც.
  • კვერცხი სხვა საკვებზე, დანებზე ან თეფშებზე არ დაგეღვაროთ.
  • ყოველთვის დაიბანეთ და გაიშრეთ ხელები კვერცხის შეხების შემდეგ.
  • კვერცხის დამუშავების შემდეგ თბილი, საპნიანი წყლით გარეცხეთ თეფშები, დანები და სხვა გამოყენებული ნივთები.
  • არ გამოიყენოთ კვერცხი დაზიანებული ქერქით, რადგან შესაძლოა მასში ჭუჭყს ან ბაქტერიას შეეღწია.

გაიგეთ მეტი საკვების უსაფრთხოდ შენახვის შესახებ.

 

ვარგისიანობის ვადა კვერცხზე

კვერცხის შენახვის ვადა (დადებიდან ვარგისიანობის ვადის გასვლამდე) 28 დღით განისაზღვრება. კვეცხის ჭამა უსაფრთხოა მასზე აღნიშნული ვარგისიანობის თარიღიდან 2-3 დღის შემდეგაც, თუ ჩვენ მას კარგად მოვამზადებთ და გულიც და ცილაც მომზადდება მათ გამაგრებამდე, ან თუ ისინი გამოიყენება საკვებში, სადაც სრულიად მომზადდება, მაგალითად ნამცხვარში.

კვერცხის მთლიანად გამაგრებამდე მომზადება ყველანაირ ბაქტერიას მოკლავს, მათ შორის სალმონელას. ხალხმა, რომელიც “რისკის ქვეშ” მყოფ ჯგუფს მიეკუთვნება, მხოლოდ კარგად მომზადებული კვერცხი უნდა ჭამოს.

 

 

Image courtesy of antpkr at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 9/03/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 9/03/2017