პარკოსანი მცენარეები კვების რაციონში

ლობიოს ნაირსახეობებში შედის ლობიო, ოსპი, ბარდა. ისინი წარმოადგენენ პროტეინის, ბოჭკოს, ვიტამინებისა და მინერალების იაფ და ნაკლებად ცხიმიან წყაროს და ითვლებიან რეკომენდირებული ხილისა და ბოსტნეულის ხუთი პორციის ნაწილად.

 

პარკოსანი არის მარცვალი, რომელიც იჭმევა და იზრდება პარკში. მათ მიეკუთვნება ყველანაირი ლობიო, ოსპი და ბარდა, ნებისმიერი სახით მომზადებული.

 

რატომ უნდა ვჭამოთ პარკოსანი მცენარეები?

პარკოსანი მცენარეები ცილების კარგი წყაროა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც ხორციდან, თევზიდან და რძის პროდუქტებიდან ვერ იღებენ ცილებს.

თუმცა მათი ჭამა ხორცის მჭამელებისთვისაც კარგი იდეაა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სუპში ან ხორცთან ერთად, დამატებითი არომატისა და ფორმის მისაცემად. შედეგად შეჭამთ ნაკლებ ხორცს, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძი დაიკლებს ცხიმში და ფასში.

პარკოსანი მცენარეები რკინის კარგი წყაროა.

ისინი ასევე შეიცავენ სახამებელს და ბოჭკოს. დიდი რაოდენობით ბოჭკოების მიღება ასოცირებულია გულის დაავადებების და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებასთან.

პარკოსანი მცენარეები ხშირად კონსერვებში იყიდება. თუ მათ კონსერვირებულ მდგომარეობაშ ყიდულობთ, შეეცადეთ იყიდოთ ის, რომელიც დამატებითი შაქრის ან მარილის გარეშე არის მომზადებული.

 

პარკოსანი მცენარეები და “დღეში 5”

რეკომენდირებულია ყოველდღიურად ხილისა და ბოსტნეულის 5 პორციის მიღება

და პარსოკსანი მცენარეები ითვლება ამ კატეგორიაში. ერთი პორცია 80 გრამს შეადგენს, რაც დაახლოებით სამი სავსე სუფრის კოვზი გამომცხვარი ლობიოს ტოლია. თუმცა, თუ თქვენ სამ სუფრის კოვზზე მეტს შეჭამთ, ეს მაინც ერთი პორცია იქნება. რადგან პარკოსანი მცენარეები მხოლოდ ბოჭკოთია მდიდარი და არ გვალევს ვიტამინებისა და მინერალების ისეთ ნარევს, როგორსაც მაგალითად ბოსტნეული.

ეს წესი არ ვრცელდება მწვანე ლობიოსებრ მარცვლებზე, როგორიც არის, მაგალითად, ცერცვი და მწვანე, რადგან მათ შემადგენლობაში შედის ვიტამინები და ისინი დღეში ხუთში შედის როგორც ბოსტნეული და არა როგორც ლობიო.

გაიგეთ მეტი დღეში 5-ის შესახებ.

 

მუცლის შებერვის გამო ნუ იტყვით ლობიოზე უარს

მოხარშული ლობიო ცნობილია კუჭნაწლავის შებერილობაზე თავისი ეფექტით. ეს იმიტომ ხდება, რომ ლობიო შეიცავს მოუნელებად ნახშირწყლებს. თუმცა ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია მომზადებამდე ლობიოს წყლით გაძღენთით და გარეცხვით.

სხვადასხვა საკვები სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანებზე. ასევე შესაძლებელია ორგანიზმის შეჩვევაც თუ მიღების პორციებს ნელ-ნელა გავზრდით.

 

პარკოსნების მომზადება და შენახვა

ძირითადად პარკოსნები კონსერვირებულ ან მშრალ მდგომარეობაში იყიდება.

კონსერვირებული პარკოსნები უკვე გაჟღენთილი და გამზადებულია ამიტომ თქვენ მათი გათბობა გჭირდებათ, ან შეგიძლიათ პირდაპირ დაამატოთ საკვებში (მაგალითად სალათებში), თუ ცივად აპირებთ გამოყენებას.

მშრალი პარკოსნები მომზადებას საჭიროებს.

მშრალი ლობიო  და სოიო ტოქსინებს შეიცავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად არის მომზადებული.

მომზადების დრო განსხვადება პარკოსნის სახეობის და მათი ასაკის მიხედვით, ამიტომ გამოიყენეთ ინსტრუქცია ან რეცეპტი.

 

ლობიოს მომზადება

ლობიო შეიცავს ბუნებრივ ტოქსინს, სახელად ლექტინი. მას შეუძლია მუცლის ტკივილისა და ღებინების გამოწვევა. მისი მოკვლა სათანადო მომზადებით შეიძლება.

კონსერვირებული ლობიო უკვე მომზადებულია და მათი ჭამა პირდაპირ შეგიძლიათ.

მშრალი ლობიოს გამოყენებისას, ტოქსინების გასანადგურებლად საჭიროა მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციას:

  • დაალბეთ ლობიო წყალში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში
  • გარეცხეთ ლობიო და შემდეგ სუფთა წყალში მოათავსეთ
  • ძლიერ ცეცხლზე მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ  45-60 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ

 

სოიოს მარცვლების მომზადება

სოიოს მარცვლები შეიცავს ბუნებრივ ტოქსინ ტრიფსინს. მას საჭმლის ნორმალური მონელების შეჩერება შეუძლია. ტოქსინის მოკვლა შესაბამისი წესებით მომზადებით არის შესაძლებელი.

კონსერვირებული სოიო უკვე გამზადებულია და მისი პირდაპირ ჭამა უსაფრთხოა.

მაგრამ თუ იყენებთ მშრალ სოიოს მარცვლებს, გამოიყენეთ შემდეგი 3 რჩევა ტოხინების მოსაკლავად:

  • დაალბეთ სოიო წყალში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში
  • გარეცხეთ მარცვლები და შემდეგ სუფთა წყალში მოათავსეთ
  • ძლიერ ცეცხლზე მოხარშეთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 2-3 საათით

 

გამზადებული პარკოსანი მცენარეების შენახვა

თუ გაამზადეთ პარკოსანი და არ აპირებთ მის ჭამას მაშინვე გაავცივეთ ის და შეინახეთ მაცივარში ან გაყინეთ.

როგორც სხვა გამზადებული საკვები, პარკოსნები არ უნდა დატოვოთ 1-2 საათზე დიდ ხანს ოთახის ტემპერატურაზე, რადგან ბაქტერიებს გამრავლების საშუალება ეძლევათ.

თუ გამზადებულ პარკოსანს მაცივარში ინახავთ, ის 2 დღის განმავლობაში უნდა შეჭამოთ.

თუ საკვები გაყინულია ის დიდი ხნის განმავლობაში რჩება უსაფრთხო. თუმცა საკვების ხანგრძლივი გაყინვა მას გემოს და ფორმას უცვლის. გამოიყენეთ საყინულის მწარმოებლის ინსტრუქცია საკვების გაყინვაზე.

გაგიგეთ მეტი საკვების უსაფრთხოდ შენახვაზე.

 

 

Image courtesy of Witthaya Phonsawat at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 15/05/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 15/05/2017