რჩევები ნაკლები მარილის მისაღებად

თუ წაიკითხავთ ფაქტებს მარილის შესახებ, გაიგებთ, რომ მარილის დიდი რაოდენობა ზრდის სისხლის წნევას, რაც თავის მხრივ ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ალბათობას. ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ მიღებული მარილის რაოდენობის შემცირებაში.

ზედმეტი მარილის საჭმელად აუცილებელი არ არის მისი საკვებში დამატება. ჩვენ მიერ მიღებული მარილის 75% ისედაც არის ისეთ საკვებში როგორიც არის პური, სასაუზმე ფაფები და საჭმელად გამზადებული საკვები.

გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ჭამდეთ თქვენი სახლი იქნება ეს, თუ რესტორანი ავტომატურად ნუ მოაყრით საკვებს მარილს, ჯერ გასინჯეთ ის. ხალხის დიდი ნაწილისთვის მარილის დამატება ჩვევაა, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. თქვენი საჭმელი მის გარეშეც გემრიელი იქნება.

 

იყიდეთ ნაკლებად მარილიანი საკვები

საკვების ყიდვისას შეგიძლიათ შეამციროთ მარილის რაოდენობა:

  • შეადარეთ ეტიკეტები საკვებზე ყოველდღიური მოხმარების საჭმლის ყიდვისას. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ მიღებული მარილის რაოდენობა ეტიკეტების შემოწმებით და ნაკლებად მარილიანი პიცის, კეტჩუპისა და სასაუზმე ფაფის არჩევით. შეეცადეთ არიჩიოთ კვირაშ ერთი სახეობა, რომელსაც შეადარებთ და შეცვლით.
  • იყიდეთ ნაკლებად მარილიანი შეუბოლავი ბეკონი. ნაკლებად მირთვით დამარილებული ხორცი და თევზი.
  • იყიდეთ დამატებითი მარილის გარეშე კონსერვირებული ბოსტნეული, იგივე გააკეთეთ პარკოსანი კულტურებისთვის (ლობიო, ბარდა, ა.შ)
  • მიაცქიეთ ყურადღება მარილის შემცველობას გამზადებულ სოუსებში. პომიდვის სოუსები უფრო ნაკლებ მარილს შეიცავს ვიდრე ყველის, ან ბეკონის, ლორის და ზეთისხილის შემცველი.
  • ჯანსაღად წახემსებისთვის გამოიყენეთ ხილი და ბოსტნეული. თუ აპირებთ ჩიფსების ან კრეკერების ჭამას, შეამოწმეთ ეტიკეტი და აირჩიეტ ნაკლებად მარილიანი სახეობა.
  • მიირთვით ნაკლები სოიოს სოუსი, მდოგვი, მწნილის წვენი, მაიონეზი და სხვა სოუსები, რადგან ისინი ბევრ მარილს შეიცავენ.

 

მოამადეთ საკვები ნაკლები მარილით

ხალხის დიდი ნაწილი საკვების მომზადებისას მასში მარილს ამატებს, მაგრამ არსებობს საკვებისთვის არომატის შეძენის სხვა გზებიც. გაეცანით მარილის ალტერნატივებს:

  • მარილის მაგივრად გამოიყენეთ შავი წიწაკა. სცადეთ ის პასტასთან, კვერცხთან, პიცასთან და სუპებთან.
  • დაამატეთ ცოცხალი მწვანილი და სუნელები საკვებში. გამოიყენეთ ნიორი, კოჭა, ჩილი და ლაიმი.
  • თქვენით გააკეთეთ საწებელი ან გამოიყენეთ ნაკლებად მარილიანი პროდუქცია.
  • სცადეთ ბოსტენულის,როგორიც არის პომიდორი, წითელი ბულგარული, ცუკინი, კამა, ძირთეთრა, გოგრა გამოცხობა რათა გააძლიეროთ არომატი.
  • გააკეთეთ სოუსები არომატული მწიფე პომიდვრისა და ნივრის გამოყენებით.

 

გარეთ ჭამა: რჩევები მარილთან დაკავშირებით

თუ ჭამთ რესტორანში ან კაფეში ან მიგაქვთ საჭმელი, მაინც შეგიძლიათ ნაკლები მარილი მიიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებით.

პიცა: აირჩიეთ ბოსტნეულიანი ან ქათმიანი სახეობები და არა ბეკონი და ლორი, ან ბევრი ყველი.

პასტა: აირჩიეთ პომიდვრის სოუსით და ბოსტნეულით მომზადებული პასტა და არა ყველით, ლორით ან სოსისით.

ბურგერები: თავი აარიდეთ მარილიან საკვებს, როგორიც არის მაგალითად ბეკონი, ყველი და ბარბეკიუს სოუსი და აირჩიეთ სალათი.

ჩინური ან ინდური სამზარეულო: აირჩიეთ უარაფრო ბრინჯი. ის ნაკლებად მარილიანია, ვიდრე ფლავი ან კვერცხში შემწვარი ბრინჯი.

სენდვიჩები: ლორისა და ჩედარის ყველის ნაცვლად, გამოიყენეთ ქათამი, კვერცხი, მოცარელა ან ბოსტნეული როგორიც არის ავოკადო ან შემწვარი ბულგარული წიწაკა. შეეცადეთ მიირთავთ სალათი და ნაკლებად ცხიმიანი მაიონეზი, მდოგვის ან მწნილის წვენის მაგივრად, რადგან ისინი უფრო მეტ მარილს შეიცავს.

საუზმე: სრული ბრიტანული საუზმის მაგივრად მიირთვით მოხარშული (ან ნაჭუჭის გარეშე მოხარშული) კვერცხი ტოსტზე სოკოსთან და შემწვარ პომიდორთან ერთად. თუ აპირებთ ხორცის ჭამას, ჭამეთ ბეკონი ან სოსისი, მაგრამ არა ორივე.

სალათები: სალათის ჭამისას მოითხოვეთ, რომ სოუსი გვერდით დაგიდონ, რომ იმდენი გამოიყენოთ, რამდენიც გჭირდებათ. ზოგიერთი სოუსი დიდი რაოდენობით მარილს და ცხიმს შეიცავს.

შეგიძლიათ გაიგოთ მეტი მარილსა და კვებაზე სტატიაში ფაქტები მარილის შესახებ.

 

 

Image courtesy of Mister GC at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 6/07/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 6/07/2017