საკვების ეტიკეტები

საკვების ეტიკეტები დაგეხმარებათ აირჩიოთ პროდუქტები და აკონტროლოთ თქვენს მიერ მიღებული ცხიმიანი, მარილიანი და შაქრიანი საკვების რაოდენობა.

შეფუთული საკვების უმრავლესობას აქვს ეტიკეტი. ეს ეტიკეტები ძირითადად შეიცავს ინფორმაციას ენერგიის შესახებ კილოჯოულებში (kj), ან კილოკალორიებში (kcal), რასაც ძირითადად კალორიებს ეძახიან. ეტიკეტები ასევე შეიცავს ინფორმაციას ცხიმების (Fat), ნაჯერი ცხიმების (Saturated fat), ნახშირწყლების, შაქრის, ცილების და მარილის შესახებ. ეს ინფორმაცია წარმოდგენილია 100 გრამზე ან მთლიან პორციაზე. 

სუპერმარკეტები და საკვების მწარმოებლები ეტიკეტზე უთითებენ ენერგიას, ცხიმებს, ნაჯერ ცხიმებს, შაქარს და მარილსის შემცველობას, მათ ეტალონურ რაოდენობებთან ერთად.

შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვების ეტიკეტები ბალანსირებული კვებისთვის. ბალანსირებული კვებისთვის:

გაიგეთ მეტი ბალანსირებული კვების შესახებ.

 

საკვები ღირებულების ეტიკეტები შეფუთვის გვერდითა ან უკანა ნაწილზე

საკვები ღირებულების აღმნიშვნელი ეტიკეტები ხშირად შეფუთვის უკანა ან გვერდითა ნაწილზეა მოთავსებული. მაგალითად აღნიშნული სურათი წარმოგიდგენთ თეთრი პურის უკანა მხარეზე მოთავსებულ კვებითი ღირებულების ეტიკეტს. 

ასეთი ეტიკეტი ძირითადად შეიცავს ინფორმაციას ენერგიის (kJ/kcal), ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების შესახებ. ის ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას ნაჯერ ცხიმებზე, შაქარზე, ნატრიუმზე, მარილსა და ბოჭკოზე. ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ წარმოდგენილია 100 გრამ საკვებზე ან ერთ პორციაზე.

 

როგორ უნდა გავიგოთ არის თუ არა საკვებში ბევრი ცხიმი, ნაჯერი ცხიმი, მარილი ან შაქარი?

შეგიძლიათ გაიგოთ შეიცავს თუ არა კონკრეტული საკვები ბევრ ცხიმს, ნაჯერ ცხიმს, მარილს ან შაქარს შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

 

ცხიმების ჯამური რაოდენობა:

მაღალი: 17.5 გრამი ან მეტი ცხიმი 100 გრამზე

დაბალი: 3 ან ნაკლები გრამი ცხიმი 100 გრამზე

 

ნაჯერი ცხიმი (Saturated fat):

მაღალი: 5 გრამზე მეტი ნაჯერი ცხიმი 100 გრამზე

დაბალი:1.5 გრამი ან ნაკლები ნაჯერი ცხიმი 100 გრამზე

 

შაქარი:

მაღალი: 22.5 გრამი ან მეტი შაქარი 100 გრამზე

დაბალი: 5 გრამი ან ნაკლები შაქარი 100 გრამზე

 

მარილი:

მაღალი: 1.5 გრამი ან მეტი მარილი 100 გრამზე (ან 0.6 გრამი ნატრიუმი (Sodium)

დაბალი:0.3 გრამი ან ნაკლები მარილი 100 გრამზე (ან 0.1 გრამი ნატრიუმი (Sodium)

 

მაგალითად, თუ გინდათ შეამციროთ მიღებული ნაჯერი ცხიმის რაოდენობა, შეამცირეთ ისეთი პროდუქციის მიღება, რომელიც 100 გრამში 5 გრამზე მეტ ნაჯერ ცხიმს შეიცავს.

ზოგიერთი ეტიკეტი გევრდითა ან უკანა მხარეზე არსევე შეიცავს ინფორმაციას ეტალონურ რაოდენობებზე (Reference Intake). ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია RI-ის შესახებ.

 

კვებითი ღირებულების ეტიკეტები შეფუთვის წინა მხარეს

დიდი სუპერმარკეტების უმრავლესობა და საკვების მწარმოებლების ნაწილი ასევე ათავსებს ინფორმაციას კვებითი ღირებულების შესახებ საკვების შეფუთვის წინა მხარეზე. ეს ძალიან მოსახერხებელია, როცა ერთი შეხედვით გინდათ შეადაროთ საკვები ერთმანეთს.

შეფუთვის წინა მხარეს განთავსებული ეტიკეტები, როგორიც არის მოცემულ სურათზე ნაჩვენები ეტიკეტი ძირითადად შეიცავენ ინფორმაციას:

  • ენერგიაზე
  • ცხიმის რაოდენობაზე
  • ნაჯერი ცხიმის რაოდენობაზე
  • შაქარის რაოდენობაზე
  • მარილის რაოდენობაზე

ეს ეტიკეტები წარმოგვიდგენს ინფორმაციას ცხიმების, ნაჯერი ცხიმების, შაქრისა და მარილის გრამებში მოცემულ რაოდენობაზე ერთ პორციაში. გაითვალისწინეთ, რომ მწარმოებლის მიერ ერთი პორციის გაგება შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს გაგებას ერთი პორციის შესახებ.

ზოგიერთი წინა მხარეს მოთავსებული ეტიკეტი ასევე შეიცავს ინფორმაციას ეტალონური რაოდენობების (RI) შესახებ. ქვემოთ მოთავსებულია დამატებითი ინფორმაცია.

 

ეტალონური რაოდენობები (RI)

კვებითი ღირებულების ეტიკეტები ასევე შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, იმის შესახებ თუ როგორ უხდება კონკრეტული საკვები ან სასმელი თქვენს კვებით რაციონს.

ეტალონური რაოდენობები წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც მიგითითებთ კონკრეტული მკვებავი ნივთერებებისა და ენერგიის ჯანსაღი კვებისთვის საჭირო რაოდენობას.

გაიგეთ მეტი ზრდასრული ადამიანებისთვის ეტალონური რაოდენობების შესახებ.

 

წითელი, ნარინჯის ფერი და მწვანე ფერებით კოდირება

ზოგიერთ შეფუთვის წინა მხარეს მოთავსებულ ეტიკეტზე გამოყენებულია წითელი, ნარინჯის ფერი და მწვანე ფერის კოდები.

ფერით-კოდირებული აღნიშნული ეტიკეტი, როგორც სურათზეა ნაჩვენები, მასზე ერთი შეხედვით გვეუბნება მაღალია, საშუალოა თუ დაბალია მასში ცხიმის, ნაჯერი ცხიმის, შაქრისა და მარილის შემცველობა.

  • წითელი ნიშნავს მაღალს
  • ნარინჯის ფერი ნიშნავს საშუალოს
  • მწვანე ნიშნავს დაბალს

მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი მწვანეა ეტიკეტზე, მით უფრო ჯანსაღია ეს საკვები.

თუ ყიდულობთ საკვებს, რომლის ეტიკეტიც მთლიანად ან ძირითადად მწვანეა, პირველი შეხედვით ხვდებით, რომ ეს საკვები ჯანსაღია. ნარინჯის ფერი არც მაღალ და არც დაბალ შემცველობას არ ნიშნავს, ასე რომ ასეთი ფერის მქონე საკვები შეგიძლიათ მიირთვათ. მაგრამ წითელი ფერი ნიშნავს იმას, რომ ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, ნაჯერ ცხიმს, შაქარს ან მარილს, ასეთ საკვებს უნდა მოვერიდოთ. შეეცადეთ, რომ ასეთი საკვები უფრო იშვიათად და უფრო მცირე რაოდენობით მიირთვათ.

 

შემადგენლობის (ინგრედიენტების) ჩამონათვალი

შეფუთული საკვების უმრავლესობას ასევე აქვს შემადგენლობის (ინგრედიენტების) ჩამონათვალი, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაზე ან ცალკე ეტიკეტზე. ეს ჩამონათვალი ასევე დაგეხმარებათ პროდუქტის სიჯანსაღის დადგენაში.

ინგრედიენტები წონის მიხედვით არის დალაგებული, ასე რომ ძირითადი ინგრედიენტები ყოველთვის დასაწყისში ხვდება. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ინგრედიენტების სიის დასაწყისში წერია ისეთი ცხიმიანი საკვები, როგორიც არის, კრემი, კარაქი ან ზეთი, თვითონ პროდუქტიც მაღალცხიმიანია.

 

რჩევები საკვების ყიდვისთვის

თქვენ დგახართ სუპერმარკეტის განყოფილებაში და ცდილობთ აირჩიოთ ერთი ორ პროდუქტს შორის, გინდათ ჯანსაღი არჩევნის გაკეთება, მაგრამ გეჩქარებათ.

თუ ყიდულობთ გამზადებულ საკვებს, შეამოწმეთ აქვს თუ არა მას ეტიკეტი წინა მხარეს და შემდეგ შეამოწმეთ, როგორია თქვენი არჩევანი ენერგიის, ცხიმის, ნაჯერი ცხიმის, შაქრის და მარილის მხრივ.

თუ ეტიკეტები შეფერილია თქვენ შეხვდებით წითლის, ნარინჯის ფერისა და მწვანის ნაზავს. თუ აკეთებთ არჩევანს ორ მსგავსს პროდუქტს შორის, აირჩიეთ ის, რომელზეც მეტი მწვანე და ნარინჯისფერია და ნაკლები წითელი, თუ ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღება გსურთ.

მაგრამ, გახსოვდეთ, რომ უფრო ჯანსაღი მზად ნაყიდი კერძი შეიძლება უფრო მეტ ცხიმს და ენერგია სშეიცავდეს ვიდრე სახლში გაკეთებული. თუ საკვებს სახლში მოამზადებთ ასევე მოახერხებთ ფულის დაზოგვას. გაგიეთ მეტი სტატიაში “შეზღუდული ბიუჯეტით”.

 

ეტიკეტირების წესები და საკვების უსაფრთხოება

რათა გაიგოთ მეტი საკვების ეტიკიეტების შესახებ, მათ შორის ისეთი ტერმინების შესახებ, როგორიც არის “lite/light” და “low fat” და იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა “best before”-სა და “use by”, წაიკითხეთ “საკვების ეტიკეტირების წესები”.

 

 

 

Image courtesy of Stuart Miles at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 13/07/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 13/07/2017