საკვების ეტიკეტირების წესები

საკვების ეტიკეტები გვეხმარება ჯანსაღი კვებითი რაციონის შენარჩუნებაში და გვარწმუნებს, რომ არჩეული საკვები ჯანსაღია. წარმოგიდგენთ გზამკვლევს საკვების ეტიკეტებში ყველაზე გავრცელებულ ტერმინებზე.

საკვების ეტიკეტები წარმოგვიდგენს საკვების შესახებ ფართო ინფორმაციას. მაგრამ თუ ამ ინფორმაციის გამოყენება გვინდა, საჭიროა მისი გაგება.

მაგალითად, რას ნიშნავს, როცა საკვებს აწერია “lite/light” ან “დამატებითი შაქრის გარეშე”?

არსებობს წესები, რომლებიც მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ, რათა მყიდველი არ მოტყუვდეს. ასევე ზუსტად არის განსაზღვრული, რისი დაწერა შეიძლება, ან არ შეიძლება საკვების შეფუთვაზე.

წაროგიდგენთ გავრცელებული ტერმინების განმარტებებს.

 

Use by და best before

Use by-ს თქვენ შეხვდებით ისეთ საკვებზე, რომელიც მალე ფუჭდება, როგორიც არის შებოლილი თევზი, ხორცის პროდუქტები, ან საჭმელად გამზადებული სალათები.

არ გამოიყენოთ საკვები და სასმელი ამ თარიღის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც თუ ის ჩვეულებრივად გამოიყურება და ჩვეულებრივი სუნი აქვს, რადგან ამის გაკეთებამ შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი ჯანმრთელობა.

რათა ‘use by” თარიღები სწორი იყოს, უნდა დააკმაყოფილოთ შენახვის ინსტრუქციები, როგორიც არის “შეინახეთ საყინულეში”, “შეინახეთ მაცივარში” და ა.შ. თუ არ მიჰყვებით ამ ინსტრუქციებს, საკვები უფრო სწრაფად გაფუჭდება და გაიზრდება მოწამვლის რისკი.

“use by” თარიღით აღჭურვილი საკვების გახსნის შემდეგ ასევე მნიშვნელოვანია ისეთი მითითებების შესრულება, როგორიც არის “ჭამეთ გახსნიდან სამი დღის განმავლობაში”.

მაგრამ, გახსოვდეთ, თუ use by თარიღი არის ხვალ, ის ხვალინდელი დღის ბოლომდე უნდა შეჭამოთ, იმ შემთხვევაშიც, თუ აწერია, რომ გახსნიდან ერთი კვირის განმავლობაში იჭმევა და თქვენ ის დღეს გახსენით.

თუ საკვებს გაყინავთ, მისი გამოყენება use by თარიღის შემდეგაც იქნება შესაძლებელი. მაგრამ აუცილებელია შეასრულოთ ყველა მითითება, რომელიც შეფუთვაზე წერია, მაგალითად “მოამზადეთ გაყინული” ან “კარგად გაალღვეთ და მოამზადეთ გალღობიდან 24 საათის განმავლობაში”.

 

Best before

ასეთი თარიღები გვხვდება გაყინული, მშრალი, კონსერვირებული და სხვა ტიპის საკვების ფართო ასორტიმენტზე.

“best before” თარიღები გვიჩვენებს ხარისხს და არა უსაფრთხოებას. ამ თარიღის შემდეგ საკვების მიღება არ არის საფრთხის მომტანი, ამ საკვებმა შეიძლება დაკარგოს არომატი ან კონსისტენცია.

კვერცხის ჭამა შეიძლება best before თარიღის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ის კარგად მომზადდება, ცილაც და გულიც მთლიანად იქნება გამაგრებული, ან გამოყენებული იქნება ისეთ საკვებში, სადაც ბოლომდე მომზადდება, მაგალითად ნამცხვარში.

კვერცხის ცილისა და გულის გამაგრებამდე მომზადება კლავს ყველანაირ ბაქტერიას, მათ შორის სალმონელას. ადამიანებმა, რომლებიც “რისკის ქვეშ” მყოფ ჯგუფში შედიან უნდა ჭამონ მხოლოდ ბოლომდე მომზადებული კვერცხი, ან საკვები, რომელშიც ის ბოლომდე მომზადდება. ეს ჯგუფებია:

  • თითო და პატარა ბავშვები
  • ასაკოვანი ხალხი
  • ორსულები
  • ადამიანები, რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს

დიდ ბრიტანეთში ადამიანები ყოველწლიურად ყრიან 7.2 მილიონ ტონა საკვებს, აქედან უმრავლესობის ჭამა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ საჭმელს გადააგდებთ მისი best before თარიღის გასვლის შემდეგ.

თუმცა ასევე გახსოვდეთ, რომ best before თარიღი იმ შემთხვევაშია რეალური, თუ შესრულებულია სხვა მითითებები, როგორიც არის “შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას” ან "გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში” და ა.შ.

 

Display until და sell by

ასეთი წარწერები შეიძლება შეგხვდეთ best before და use by თარიღების გევრდით. ეს არის მითითება, რომელიც უნდა შეასრულოს გამყიდველმა და არ მყიდველმა. ამიტომ მყიდველისთვის მნიშვნელოვანი Best before და Use by თარიღებზე ყურადღების გამახვილებაა.

 

განცხადებები სიჯანსაღეზე

საკვების შეფუთვაზე ხშირად გვხვდება ისეთი განცხადებები, როგორიც არის “ეხმარება ჯანმრთელი გულის შენარჩუნებას”, ან “ხელს უწყობს საკვების მონელებას”.

2007 წლის შემდეგ შემოიღეს წესები, რომლებიც მწარმოებელს უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებას უკრძალავს. ნებისმიერი განცხადება კვებითი ღირებულების ან სიჯანსაღის შესახებ მეცნიერულ ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული. გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ განცხადებებისა, რომლებიც ევროპის საკონსულომ შეამოწმა.

ისეთი ზოგადი ფრაზებიც კი, როგორიც არის “ჯანსაღი”, “კარგი თქვენთვის”, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ უკან შემოწმებული განცხადება დგას. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს მეცნიერულად დამტკიცებული დასაბუთება, იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს საკვები ჯანსაღი.

ეტიკეტებზე იმის დაწერა, რომ ეს საკვები კურნავს, ან გიცავთ რაიმე დაავადებისგან, არ შეიძლება. ეს მხოლოდ ლიცენზირებული წამლების შეფუთვაზეა შესაძლებელი.

 

Light ან Lite

იმის სათქმელად, რომ პროდუქტი არის “lite” ან “Light”, აუცილებელია, რომ მასში იყოს 30%_ით ნაკლები ცხიმი ან კალორია, ვიდრე  სტანდარტული პროდუქტი.

ეტიკეტზე ახსნილი უნდა იყოს, თუ რა არის შემცირებული და რა რაოდენობით, მაგალითად “30%-ით ნაკლები ცხიმი”. პროდუქტის კარგად შესასწავლად და მის სხვა მსგავს საკვებთან შესადარებლად, დაგჭირდებათ კვებითი ღირებულების ეტიკეტზე კარგად დაკვირვება. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზა არის ღირებულების შედარება 100 გრამ პროდუქტზე. გაგიკვირდებათ, თუ რამდენად მსგავსია ჩვეულებრივი და გამაჯანსაღებელი განცხადების მატარებელი საკვების შემადგენლობა. ჩიფსების ერთი მწარმოებლის “lite” ვერსია, შეიძლება შეიცავდეს იმდენივე ცხიმს, რამდენსაც სხვა მწარმოებულს სტანდარტული შეფუთვა.

ის მადისაღმძვრელი პეჩენიები, რომლებიც “lite” დასახელებას ატარებენ, შეიძლება უფრო კალორიული იყოს, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომ ყოველთვის შეხედეთ ეტიკეტს.

 

ცხიმის დაბალი შემცველობა

ასეთი განცხადების გაკეთება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პროდუქტი 100გრ-ში 3 გრამზე ან 100მლ-ში 1.5გრ-ზე ნაკლებ ცხიმს შეიცავს (მაგ. 1.8გ ცხიმი 100მლ ნახევრად მოხდილ რძეში).

 

დამატებითი შაქრის გარეშე ან უშაქრო

“დამატებითი შაქრის გარეშე” ან “უშაქრო” ნიშნავს იმას, რომ საკვებში შაქარი არ არის დამატებული, რაც იმას არ ნიშნავს, რომ საკვები აუცილებლად უშაქრო იქნება.

ასეთ საკვებზე არსებული ეტიკეტები გიჩვენებთ, თუ რა ინგრედიენტებია გამოყენებული აღნიშნულ პროდუქტში, მათ შორის შაქარი და შაქრის შემცვლელი. კვებითი ღირებულების ეტიკეტებზე შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია საკვებში შაქრის რაოდენობის შესახებ.

 

დამატებითი შაქრის გარეშე

ეს წარწერა ნიშნავს, რომ საკვებში შაქარი ინგრედიენტის სახით არ არის დამატებული.

საკვები, “დამატებითი შაქრის გარეშე” შეძილება იყოს ტკბილი და შეიცავდეს შაქარს.

შაქარი ბუნებრივად გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიც არის ხილი და რძე, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ტიპის შაქრების შემცირება, საჭიროა დამატებული შაქრის შემცირება.

იმიტომ, რომ საკვებში არ არის “დამატებითი შაქარი”, არ ნიშნავს, რომ ის ცოტა შაქარს შეიცავს. საკვები შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივად ძალიან შაქრიან ინგრედიენტებს, (როგორიც არის ხილი), ან დამატებითი რძე, რიმელიც შეიცავს ლაქტოზას, შაქრის სახეობას, რომელიც მხოლოდ რძეში გვხვდება.

 

უშაქრო

ეს ნიშნავს, რომ საკვებში არ დაუმატებიათ შაქარი ან შაქრის შემცვლელი მის დასატკბობად, მაგრამ აუცილბელი არ არის, რომ “უშაქრო” წარწერით აღნიშნული საკვები არ შეიცავდეს ბუნებრივ შაქარს, რომელიც გვხვდება ხილსა და რძეში.

 

ინგრედიენტები

საკვებში შემავალი ინგრედიენტები, მათ შორის დანამატები, წონის მიხედვით ჩამოთვლილია საკვების შეფუთვაზე. თუ საკვები შეიცავს არომატიზატორებს, ეს მითითებული უნდა იყოს. ინგრედიენტებში ასევე ხაზგასმული უნდა იყოს ალერგენები (საკვები, რომელზეც ზოგ ადამიანს ალერგია აქვს), როგოეიც არის, კვერცხი, თხილი ან სოიო.  ინფორმაციასთან ერთად შეფუთვაზე აჭნიშნულია მწარმოებელის სახელი, მისამართი, თარიღები, შენახვის ინსტრუქცია და პროდუქტის წონა.

 

კვებითი ღირებულება

საკვების ეტიკეტებზე ხშირად გვხვდება მოცემული პროდუქტის კვებითი ღირებულების დახასიათება. დღეს მწარმოებლები ვალდებულნი არიან წარადგინონ ეს ინფორმაცია, თუ პროდუქტზე გვხვდება ისეთი განცხადება, როგორიც არის “ნაკლებად ცხიმიანი” ან “კალციუმი გეხმარებათ ძვლების გამაგრებაში”, ან თუ საკვებში დამატებულია ვიტამინები. ზოგიერთი მწარმოებელი ნებაყოფლობით ათავსებს კვებითი ღირებულების ინფორმაციას შეფუთვაზე. 2016 წლიდან ევროკავშირის ახალი წესის თანახმად ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს კვებითი ღირებულების ინფორმაცია, იმის მიუხედავად, არის თუ არა ამ პროდუქტზე რაიმე განაცხადი.

როდესაც საკვებზე მოცემულია კვებითი ღირებულების ინფორმაცია, ახალი წესის თანახმად, ის უნდა შეიცავდეს ყველა ჩამოთვლილ მონაცემს, 100 გ-ზე ან 100მლ-ზე:

  • ენერგია (kj ან kcal)
  • ცხიმი (გრამი)
  • ნაჯერი ცხიმი (გრამი)
  • ნახშირწყლები )გრამი)
  • შაქარი (გრამი)
  • ცილა (გრამი)
  • მარილი (გრამი)
  • და ინფორმაცია ნუტრიენტზე, რომელზეც გაკეთებულია განცხადება

ზოგჯერ ინფორმაცია მოცემულია პორციის ზომაზე, მაგრამ ის მოცემული უნდა იყოს 100 გრამიან ინფორმაციასთან ერთად. გახსოვდეს, რომ მწარმოებლის და თქვენი იდეა “პორციასთან” დაკავშირებით განსხვავებული შეიძლება იყოს.

კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული გავრცელებული ტერმინების განმარტება მოცემულია ქვევით.

 

ენერგია

ეს არის იმ ენერგიის რაოდენობა, რომელსაც საკვები მოგცემს მისი ჭამის შედეგად.

ის იზომება კილოჯოულებში ან კილოკალორიებში და ხშირად მოიხსენიებენ როგორ კალორიებს. კაცს საშუალოდ 10,500kj (2,500kcal) სჭირდება დღეში, ქალს კი მიახლოებით 8,400kj (2,000kcal).

 

ცხიმი

არსებობს ცხიმის ორი ძირითადი ტიპი: ნაჯერი და უჯერი ცხიმები. ჯანსაღი კვებითი რაციონის ფარგლებში, უნდა შევეცადოთ, შევამციროთ მიღებული ნაჯერი ცხიმის რაოდენობა. ეტიკეტი გეუბნებათ, თუ როგორია საკვებში არსებული ცხიმის რაოდენობა.

დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების ჭამამ ასევე შეიძლება წონაში მოგვამატებინოს, რადგან ცხიმიანი საკვები დიდი რაოდენობით ენერგიასაც შეიცავს. ჭარბი წონა ზრდის სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის II ტიპის დიაბეტი, მაღალი სისხლის წნევა და გულის კორონალური დაავადება.

გაიგეთ მეტი ცხიმის შესახებ და იმაზე, თუ რა რაოდენობის ცხიმი უნდა ვჭამოთ. ცხიმი:ფაქტები.

 

ნაჯერი ცხიმები

დიდი რაოდენობით ნაჯერი ცხიმის ჭამა ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს. ჯანსაღი კვებითი რაციონის ფარგლებში, ჩვენ უნდა შევეცადოთ, შევამციროთ მიღებული ნაჯერი ცხიმის რაოდენობა.

გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ნაჯერი ცხიმის მიღების შემცირება აქ: შეამცირეთ ნაჯერი ცხიმების მიღება.

 

ნახშირწყლები

არსებობს ნახშირწყლების ორი ტიპი, რომელსაც ორგანიზმი ენერგიად გარდაქმნის: მარტივი და რთული. მარტივი ნახშირწყლები ეტიკეტებზე ხშირად შაქართან ერთად არის მოცემული შემდეგი სახით: ნახშირწყლები (საიდანაც შაქარი), ან ინგლისურად: “carbohydrates (of which sugar”).შაქრის ეს რაოდენობა მოიცავს როგორც დამატებულ შაქარს, ასევე ხილსა და რძეში ბუნებრივად შემავალ შაქარს.

რთული ნახშირწყლები გვხვდება სახამებლიან საკვებში. სახამებლიანი საკვებია პური, ფაფები, ბრინჯი, პასტა და კარტოფილი. შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ მთლიანი მარცვლის სახეობები. ენერგიის ძირითადი ნაწილი უნდა მივიღოთ რთული ნახშირწყლებიდან და არა მარტივიდან.

ზოგჯერ შეფუთვაზე მითითებულია ნახშირწყლების სრული რაოდენობა. ამაში შედის რთული და მარტივი ნახშირწყლებიც.

 

შაქარი

შაქარი ბუნებრივად გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიც არის ხილი და რძე, თუმცა არ არის საჭირო ამ ტიპის შაქრების მიღების შეზღუდვა. შაქარს ასევე ხშირად ამატებენ ტკბილეულში, ნამცხვრებში, პეჩენიებში, შოკოლადში. ასეთი ტიპის შაქრის შემცირებაა საჭირო.

ბევრი საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ შაქარს ასევე შეიცავს ბევრ ენერგიას, რამაც ჭარბწონიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

შაქრიანმა საკვებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება.

კვებითი ღირებულების ეტიკეტები შეიცავს ინფორმაციას შაქრის შესახებ. ისინი გვეუბნება, თუ რა რაოდენობის შაქარია პროდუქტში დამატებული და ბუნებრივი შაქრის ჩათვლით. შეგიძლიათ შეადაროთ პრდუქტები და აირჩიოთ ნაკლებად შაქრიანი სახეობები.

გაიგეთ მეტი შაქრის შესახებ და მისი ჯანსაღი რაოდენობის შესახებ სტატიაში “შაქარი”.

 

ცილა

ორგანიზმს ცილა ზრდისა და აღდგენისთვის სჭირდება. ბრიტანეთში ზრდასრულთა უმრავლესობა საჭიროზე მეტ ცილას იღებს. ცილით მდიდარი საკვებია: ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ლობიო, ოსპები და თხილი.

 

მარილი

ტერმინი “მარილი” გულისხმობს ნატრიუმის სრულ რაოდენობას საკვებში. თუმცა ნატრიუმის ძირითადი ნაწილი მარილისგან არის, ის ბუნებრივადაც შეიძლება არსებობდეს საკვებში. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს დანამატებმა. ბევრი მარილი ზრდის გულის წნევას, რაც თავის მხრივ ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს.

მარილის შემცირება გულის წნევის შემცირებას იწვევს, რაც გულისხმობს გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას.

გაიგეთ მეტი მარილისა და მისი ჯანსაღი რაოდენობის შესახებ “მარილი: ფაქტები”.

გაიგეთ მეტი კვებითი ღირებულების ეტიკეტების გამოყენების შესახებ, რათა შეადაროთ პროდუქტები და აკონტროლოთ თქვენს მიერ მიღებული ცხიმების, მარილის და დამატებული შაქრის რაოდენობების შესახებ საკვების ეტიკეტები-ს შესახებ სტატიაში.

 

 

 

Image courtesy of Ambro at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 19/06/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 19/06/2017