ბავშვები სამზარეულოში

გემრიელი, ჯანსაღი საკვების ბავშვებთან ერთად მომზადება მათთან დროის გატარების და მათთვის ჯანსაღი კვების შესწავლის კარგი გზაა.

ბავშვებს უყვართ ახალი უნარების დაუფლება და პრეტენზიულმა მჭამელებმაც კი შეიძლება მოინდომონ საკუთარი ხელებით გაკეთებული კერძის გასინჯვა. ამიტომ მიეცით მათ სამზარეულოში მუშაობის საშუალება და წააალისეთ ისინი. ისინი შეიძლება ჭურჭლის გარეცხვაშიც დაგეხმარონ. 

 

სამზარეულოს უსაფრთხოება

აუცილებელია სამზარეულოში ბავშვების ზედამხედველობა.

შეზღუდეთ მათ მიერ გასაკეთებელი საქმე მათი ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით. მაგალითად, სკოლამდელ ბავშვებს მხოლოდ ხელით ცომის მოზელა შეუძლიათ, შედარებით უფროსებს კი ხილისა და ბოსტნეულის დაჭრაც შეიძლება დავავალოთ.

არ დაგავიწყდეთ დაწყების წინ მათთვის ჰიგიენის წესების ახსნა. აუხსენით, რატომ არის ზოგიერთი რამ სამზარეულოში სახიფათო.

მნიშვნელოვან ჰიგიენის წესებში შედის:

  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები უმი ხორცისა და თევზის დამუშავებამდე და დამუშავების შემდეგ. გაიგეთ მეტი რატომ არასდროს არ უნდა გარეცხოთ ქათამი.
  • დარწმუნდეთ, რომ ზედაპირი სუფთაა, სანამ მასზე საკვებს დადებთ, განსაკუთრებით თუ შინაური ცხოველები გყავთ
  • მაშინვე გარეცხეთ ისეთი ზედაპირები, სადაც უმი ხორცი მოხვდა
  • ყოველთვის დარწმუნდით, რომ ფრინველისა და ღორის ხორცი ბოლომდე არის მომზადებული. ეს ხდება მაშინ, როცა ხორცში სითხე მთლიანად გაშრება
  • გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული

უსაფრთხოების წესებია:

  • არასდროს ირბინოთ სამზარეულოში
  • მაშინვე მოწმინდეთ დაქცეული სითხე ან/და შხეფები
  • ფრთხილად გამოიყენეთ დანები (აჩვენეთ ბავშვებს და მაშინვე შეუსწორეთ)
  • ტაფის სახელური არ მოახვედროთ ცეცხლში
  • ყოველთვის გეკეთოთ ხელთათმანები ღუმელში რამის შედების ან ღუმელიდან რამის გამოღების დროს
  • ფრთხილად იყავით ცხიმის შეწვისას, რათა წვეთები არ მოგხვდეთ

წაიკითხეთ მეტი საჭმლის მომზადების უსაფრთხოებაზე.

ყურადღების მიქცევის მიუხედავად სამზარეულოში მაინც ხდება შემთხვევები, განსაკუთრებით კი თუ პატარა ბავშვები ზედამხედველობის გარეშე არიან დატოვებული. გაიგეთ მეტი სახლში ტრავმის მიღების თავიდან აცილებაზე.

 

გახადეთ პროცესი მხიარული

წაიყვანეთ ბავშვები საყიდლებზე, რათა მათ აირჩიონ ინგრიდიენტები.

იქონიეთ ბევრი დრო და ზედმეტი ინგრედიენტები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები შეცდომებს დაუშვებენ.

აირთიეთ რაიმე, რაც იქნება ადვილი გასაკეთებელი და ჯანსაღი. კარგი იქნება, თუ ბავშვები ამ საკვებისთვის ფორმის მიცემას და მის მორთვას შეძლებენ.

შეგიძლიათ იდეები შესაბამისი კულინარიული წიგნებიდან ან საბავშვო კულინარიის გადაცემებიდან მიიღოთ.

 

 

 

 

Image courtesy of marin at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 17/10/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/10/2016