მწვადის უსაფრთხოება

ზაფხულში მოწამვლა ორჯერ უფრო მძიმეა, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა საკვები უსაფრთხოდ შეინახოთ.

საკვებით მოწამვლა, ძირითადად არ არის მძიმე, ხალხის უმრავლესობა ერთ კვირაში კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ის უფრო სერიოზული და ფატალურიც კი შეიძლება იყოს. ბავშვების, ასაკოვანი ხალხის, და სისუსტეების მქონე ადამიანების იმუნური სისტემა განსაკუთრებით ფაქიზია მის მიმართ.

“ყველაზე უსაფრთხოა საკვების სახლში, თქვენს ღუმელში მომზადება” ამბობს საკვების სტანდარტების სააგენტოს წარმომადგენელი. “ამის შემდეგ შეგიძლიათ ეს საკვები მაყალზე დადოთ არომატისთვის, ეს ასევე უფრო ადვილი ალტერნატივაა მაშინ, როდესაც ერთდროულად ხალხის დიდი რაოდენობისთვის აკეთებთ საჭმელს.”

თუ მხოლოდ მაყალზე ამზადებთ საკვებს ორი ძირითადი რისკი არის:

  • არასაკმარისად მომზადებული ხორცი
  • უმი ხორციდან საჭმელად გამზადებულ საკვებზე ბაქტერიების გადატანა

ეს იმიტომ, რომ ბოლომდე მოუმზადებელი და უმი ხორცი შეიცავს მომწამვლელ ბაქტერიებს, როგორიც არის სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და კამპილობაქტერია (campylobacter). თუმცა, ამ ბაქტერიების მოკვლა შეიძლება საკვების ბოლომდე მომზადებით.

 

ხორცის მომზადება მაყალზე

როდესაც რაიმე სახის ხორცს მაყალზე ამზადებთ, მაგალითად, ფრინველის ხოცრი (ქათამი ან ინდაური), ღორის ხორცს, სტეიკს, ბურგერს ან სოსისს, დარწმუნდით, რომ:

  • ნახშირი წითლად ანათებს და მას ფქვილისებრი ნაცრისფერი დაჰკრავს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ის საკმარისად ცხელია
  • გაყინული ხორცი საკმარისად არის გამდნარი, სანამ ის მზადებას დაიწყებთ
  • რეგულარულად ატრიალებთ ხორცს და ამოძრავებთ მას, რათა თანაბრად მომზადდეს

გახსოვდეთ, რომ ხორცი უსაფრთხოა საჭმელად მხოლოდ მაშინ, როცა:

  • ის ძალიან ცხელია შუაშიც კი
  • არ ჩანს ვარდისფერი ხორცი
  • ყველანაირი სითხე გამშრალია

“ნუ დაასკვნით, რომ ხორცი მთლიანად მომზადდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარედან გამომშრალია” ამბობს FSA-ს წარმომადგენელი. “გაჭერით ხორცი ყველაზე სქელ ადგილას და დარწმუნდით, რომ ის არ არის ვარდისფერი.” ზოგიერთი ხორცი, როგორიც არის სტეიკი ან ძროხის ხორცის ან ბატკნის ხორცის სახსრები შეიძლება იყოს ბოლომდე მოუმზადებელი, თუ ის გარედან კარგად არის მომზადებული. ეს მოკლავს ყველა ბაქტერიას, რომელიც ხორცის ზედაპირზე შეიძლება იყოს. თუმცა, საკვები, რომელიც დანაწევრებული ხორცისგან კეთდება, როგორიც არის ბურგერი ან სოსისი, მთლიანად უნდა მომზადდეს.

 

უმი ხორცი

ბაქტერიები უმი ხორციდან მარტივად შეიძლება გადავიდეს თქვენს ხელებზე და შემდეგ ნებისმიერ რამეზე, რასაც თქვენ შეეხებით, მათ შორის საჭმელად გამზადებულ საკვებზე. ამას მეორადი დაბინძურება ეწოდება.

ის შეიძლება მოხდეს, თუ უმი ხორცი რაიმეს შეეხება (თეფში, მჭრელი ინსტრუმენტები, მაშა, საჭრელი დაფა) და შემდეგ რაიმე სხვა საკვებს შეეხება.

მისი თავიდან აცილებისთვის:

  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები უმი ხორცის შეხების შემდეგ
  • ხორცის მოსამზადებლად გამოიყენეთ სხვა ნივთები
  • არასოდეს დადოთ გამზადებული საკვები ზედაპირზე, რომელზეც ადრე უმი ხორცი იდო
  • შეინახეთ უმი ხორცი იზოლირებულ კონტეინერში საჭმელად გამზადებული საგვებისგან შორს
  • მაყალზე ნუ დადებთ უმ ხორცს გამზადებული ან ნახევრად გამზადებული ხორცის გვერდით
  • არ გამოიყენოთ გამზადებულ საკვებზე სოუსი დ მარინადი თუ ის უკვე გამოყენებული გქონდათ უმი ხორცისთვის

 

საკვები შეინარჩუნეთ გრილად

ასევე მნიშვნელოვანია ზოგიერთი საკვების სიგრილეში შენახვა, რათა არ მოხდეს ბაქტერიების გამრავლება.

დარწმუნდით, რომ სიგრილეში ინახავთ შემდეგ საკვებს:

  • სალათები
  • სოუსები
  • რძე, კრემი, იოგურტი
  • დესეტრები და კრემიანი ნამცხვრები
  • სენდვიჩები
  • ლორი და სხვა გამზადებული ხორცი
  • გამზადებული ბრინჯი, მათ შორის ბრინჯიანი სალათები

არ დატოვოთ საკვები მაცივრის გარეშე 1-2 საათზე მეტი ხნით და არ დატოვოთ ის მზეში.

 

ცეცხლი და უსაფრთხოება

დარწმუნდით, რომ თქვენი მაყალი მყარად დგას სწორ ადგილას და შორს არის მცენარეებისა და ხეებისგან.

სახანძრო სამსახური გირჩევთ, რომ მაყალის ფსკერი ნახშირით მხოლოდ 5 სანტიმეტრის სიმაღლეზე გაავსოთ.

ხის ნახშირის მაყალის გამოყენების შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ ცნობილი დასანთები საშუალებები და საწვავი, გამოიყენეთ მინიმალური საჭირო რაოდენობა და არასოდეს გამოიყენოთ ბენზინი.

იხილეთ მეტი სახანძრო სამსახურის ბარბექიუს უსაფრთხოების რჩევებში.

ბოლო განხილვის თარიღი: 14/03/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 14/03/2016