10 გასაკვირი 100 კალორიის შემცველი საჭმელი

მიირთვით საყვარელი სასუსნავები დიეტის დარღვევის გარეშე ამ 100 კალორიანი საკვების გამოყენებით. 

კლასიკური ბრიტანული ყველიანი ტოსტიდან ბანანის რძის შეიკამდე, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს საკვები კალორიების კონტროლის დაკარგვის გარეშე.

დიეტოლოგ Azmina Govindji-ს მიერ შემოთავაზებული ეს საკვები შეიცავს მხოლოდ სამ ინგრედიეტს და მზადდება ხუთ წუთში.

 

ტოსტი ყველითა და პომიდვრით- 93kcal (390kj)

ბრიტანული კლასიკური საკვების დაპატარავებული, მაგრამ არანაკლებ ნატიფი ვერსია. მოათავსეთ დაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი ტოსტზე დააყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ წინასწარ გამთბარ გრილზე რამდენიმე წუთით.

  • 1 მთლიანი მარცვლის პური: 39kcal (164kj)
  • 15 გრამი 30%-ზე ნაკლები ცხიმის შემცველი ყველი: 47kcal (197kj)
  • 40 გრამი პომიდორი 7kcal(29kj)
  • მწვანე ხახვი (კალორიების მინიმალური ოდენობა)

 

ცხელი შოკოლადი ზეფირით 99kcal (416kj)

მოდუნდით ცოტა ხნით და მიირთვით ეს გემრიელი ცხელი შოკოლადი. ჩვენ რეცეპტს დავუმატეთ ზეფირიც.

  • 1  შეკვრა დიეტური ცხელი შოკოლადი 60kcal (252kJ)
  • 200ml ცხელი წყალი
  • 12g პატარა ზეფირები 39kcal (164kJ)

 

“სამი ხილის” ხილის სალათი 102kcal (428kJ)

 

გამაცოცხლებელი და ადვილად გასაკეთებელი “სამი ხილის” ხილის სალათი, რომელიც შეიცავს მარტივად შესანახ ქილის ანანასს, და რეკომენდირებული დღეში 5-ის ორნახევარ პროციას.

  • 50 გრამი უკურკო ყურძენი, შუაში გაჭრილი 30kcal (126kJ)
  • 50 გრამი ოთხკუთხედად დაჭრილი ვაშლი 26kcal (109kJ)
  • 100 გრამი წვენში კონსერვირებული დაჭრილი ანანასი 46kcal (193kJ)

 

ყველისა და მჟავე კიტრის კანაპე 100kcal (420kJ)

დატკბით წვეულებების არა ერთი არამედ სამი კერძით კალორიების ოდენობის დარღვევის გარეშე. გამოიყენეთ კარტოფილის სათლელი, რათა მიიღოთ თხელი ყველის ნაჭრები და დაამატეთ მჟავე კიტრი და პიკულები.

  • 3 ცალი წყალზე დამზადებული პეჩენია, ან ბისკვიტი  42kcal (176kJ)
  • 15 გრამი 30%-ზე ნაკლები ცხიმის შემცველი ჩედერი 46kcal (193kJ)
  • 30 გრამი მჟავე კიტრი 4kcal (17kJ)
  • 6 გრამი (1 სუფრის კოვზი) პიკულები 8kcal (34kJ)

 

მარწყვი და კრემი 92kcal (386kJ)

არა, თქვენ თვალები არ გატყუებთ, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს ზაფხულის საკვები 100 კალორიაზე ნაკლებად. საუკეთესოა მწიფე მარწყვით, რომლის ყიდვაც უკვე მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია.

  • 110 გრამი მარწყვი 30kcal (126kJ)
  • 30 გრამი ნახევრად ცხიმიანი კრემი 62kcal (260kJ)

 

შებოლილი ორაგული და ყველის კრემი 106kcal (445kJ)

დახვეწილობის შეგრძნებისთვის გასინჯეთ ეს შებოლილი ორაგულის კერძი. მოსამზადებლად, მოათავსეთ შებოლილი ორაგულის ზოლები სწორ ზედაპირზე. თითო ნაჭრის ერთ ბოლოზე მოათავსეთ კამაში არეული ყველი. დაიწყეთ ყველიანი მხრით და დაკეცეთ ორაგულის ნაჭრები მრგვალად.

  • 48 გრამი შებოლილი ორაგული, დაჭრილი ოთხ ტოლ ზოლად 68kcal (286kJ)
  • 20 გრამი ცხიმის საშუალო შემცველობის რბილი ყველი (5გრამი თითო ზოლზე)  36kcal (151kJ)
  • 2ml ლიმონის წვენი 2kcal (8.4kJ)
  • სურვილისამებრ ახალი კამა (მინიმალური კალოერულობა)

 

ვაშლი და მიწის თხილის კარაქი 96kcal (403kJ)

გინდათ რამე ხრაშუნა და თხილიანი? ეს ვაშლის ნაჭრები და მიწის თხილის კარაქი საუკეთესო საშუალებაა, რათა შემდეგ ჭამამდე მიაღწიოთ.

  • 50 გრამი დაჭრილი ვაშლი 26kcal (109kJ)
  • 12 გრამი (1 სუფრის კოვზი) მიწის თხილის კარაქი 70kcal (294kJ)
  • სურვილისამებრ დარიჩინი (მინიმალური კალორიები)

 

ტოსტი და გამომცხვარი ლობიო 99kcal (416kJ)

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკვებით დატკბობის საშუალება, მაშინაც, როცა ის კალორიებს აკონტროლებს. პურის ნაჭერი აწონეთ ტოსტერიდან ამოღების შემდეგ.

  • 22 გრამიანი მთლიანი მარცვლის პურის ნაჭერი 48kcal (202kJ)
  • 60 გრამი გამომცხვარი ლობიო 51kcal (214kJ)
  • სურვილისამებრ მწვანე ხახვი (მინიმალური კალორიულობა)

 

ბანანის შეიკი 98kcal (412kJ)

არ იცით რა უქნათ ზედმეტად მწიფე ბანანებს? გადააქციეთ ისინი რბილ და კრემიანი შეიკად. მაქსიმალური სიტკბოსთვის გამოიყენეთ ძალიან მწიფე ბანანები. აურიეთ ბანანი და რძე და დაამატეთ დარიჩინი.

  • 100ml ნახევრად უცხიმო რძე 46kcal (193kJ)
  • 55 გრამი ძალნა მწიფე ბანანი 52kcal (218kJ)
  • სურვილისანებრ დარიჩინი (მინიმალური კალორიულობა)

 

სახლში გაკეთებული პოპკორნი 89kcal (374kJ)

ახლად დამზადებული პოპოკორნის სუნი უტოლდება ახლად გამომცხვარ პურს. ბოჭკოს კარგი წყაროა, თავს სავსედ გაგრძნობინებთ დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ ის იდეალური წახემსებაა, თან ძალიან ადვილი გასაკეთებელია.

  • 20 გრამი პოპკორნი 62kcal (260kJ)
  • 3 გრამი (1 ჩაის კოვზი) ზეთი 27kcal (113kJ)
  • სურვილისამებრ ჩილი და ვუსტერიის სოუსი (მინიმალური კალორიულობა)

ბოლო განხილვის თარიღი: 30/08/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/08/2018