დღეში 5 პორციის რჩევები

დღეში 5 პორციის მიღება საკმაოდ ადვილია. არსებობს უამრავი გზა იმისთვის, რომ თქვენს კვებით რაციონში ხილი და ბოსტნეული დაამატოთ.

წარმოგიდგენთ იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაწყებაში:

 

“დღეში 5” საუზმისას

  • დაამატეთ ხილი ხორბლეულში, შვრიის ფაფაში ან იოგურტში ცხიმის დაბალი შემცველობით. სცადეთ ერთი მუჭა კენკრის ან დაჭრილი ბანანის გამოყენება.
  • დაამატეთ სოკო ან პომიდორი თქვენს ომლეტში
  • ერთი ჭიქა(150მლ) უშაქრო 100%-იანი ხილის წვენი ასევე გეთვლებათ ხილის ან ბოსტნეულის პორციაში. წველი ერთი პორციის ტოლფასია.
  • სწრაფად გაიკეთეთ იოგურტი თქვენი საყვარელი ცოცხალი ან გაყნული ხილისა და ბლენდერის საშუალებით. ის შეიძლება ერთ პორციაზე მეტად ჩაითავლოს, იმის მიხედვით, თუ როგორ დაამზადებთ მას და რა ინგრიდიენტებს გამოიყენებთ
  • მიიღეთ დამატებითი რჩევა ჯანსაღი საუზმის შესახებ.

 

“დღეში 5” ლანჩზე

  • შესძინეთ თქვენს სენდვიჩს ხრაშუნი მასში სალათის ფოთლის, პომიდვრის, კიტრის ან გახეხილი სტაფილოს დამატებით.
  • კიტრის, სტაფილოს, ბულგარულის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბროკოლის ნაჭრები უგემრიელესია ისეთ სოუსებთან საჭმელად, როგორიც არის სალსა ან დაბალი კალორიულობის მქონე მდნარი ყველი.
  • დაამატეთ ხილი და ბოსტნეული თქვენს საყვარელ საკვებში. ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო თქვენს ბოლონეზის სოუსში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა თქვენს პასტას, დაამატეთ მუხუდო თქვენს კარტოფილის პიურეში, რათა ის კიდევ უფრო გემრიელი გახადოთ. დაამატეთ პომიდორი და სოკო თქვენს ომლეტში
  • დაამატეთ ლობიო, ოსპი თქვენს სუპში გამომცხვარ საკვებში და სალათებში. რა რაოდენობითაც არ უნდა მიირთვათ ის, ლობიო დღეში მხოლოდ ერთ პორციად ითვლება.

 

“დღეში 5” ვახშამზე

  • იქონიეთ სალათი დამატებით საკვების სახით თქვენს ძირითად ვახშამთან ერთად. თუ მიირთმევთ “მწყემსის ნამცხვარს” (shepherd's pie) დაამატეთ მასში ბარდა. თუ მიირთმევთ რაიმე შემწვარ საკვებს, შეგიძლიათ თეფშზე ასევე იქონიოთ ბროკოლი ან სტაფილო.
  • გაყინული ხილი და ბოსტნეული ასევე ითვლება პორციად. მათ მიკროტალღურ ღუმელში გათბობას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
  • ასევე მისაღებია კონსერვირებული  ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება. უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ ხილს, რომელიც შენახულია წვენში და არა შაქრიან სიროფში და ბოსტნეულს, რომელიც ინახება წყალში და არა მარილიან სითხეში.
  • ცოცხალი, გაყინული, თუ კონსერვირებული ხილისა და ბოსტნეულის საკვებ რაციონში დამატება საკმაოდ ადვილია. მოაყარეთ ტკბილი სიმინდი ან ანანასის ნაჭრები თხელი ცომის მქონე პიცას. გააცოცხლეთ თქვენი სუპები და სოუსები ლობიოს, ბარდისა და სიმინდის დამატებით.

 

“დღეში 5” და წახემსება

 

 

 

 

Image courtesy of stockimages at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 12/12/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 12/12/2015