რატომ დღეში 5 პორცია?

ხილი და ბოსტნეული ბალანსირებული საკვები რაციონის ნაწილია. ის ჩვენ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული მივიღოთ.

“დღეში 5” ხაზს უსვამს ყოველდღიურად ხუთი 80 გრამიანი ხილის ან ბოსტნეულის პორციის მიღების სარგებელს. ხუთ პორციაში იგულისხმება ბოსტნეულისა და ხილის საერთო რაოდენობა და არა თითოეულის ხუთი პორცია.

“დღეში 5” დაფუძნებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებზე, რომელიც რეკომენდაციას უწევს ყოველდღიურად 400 გრამი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას ორგანიზმის ისეთი სერიოზული დაავადებებისგან დასაცავად, როგორიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, II ტიპის დიაბეტი და ჭარბწონიანობა.

 

ხუთი მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ ხილისა და ბოსტნეულის ხუთი პორცია

  • ხილი და ბოსტნეული ვიტამინებისა და მინერალების, მათ შორის ფოლიუმის მჟავის, ვიტამინ C-სა და კალიუმის მიღების კარგი საშუალებაა.
  • ის საკვები ბოჭკოების მიღების საუკეთესო საშუალებაა. ისინი ხელს უწყობენ ნაწლავური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ხელს უშლიან შეკრულობის ან მომნელებელი სისტემის სხვა დარღვევების ჩამოყალიბებას. ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე კვება ასევე გიცავთ ნაწლავის კიბოს ჩამოყალიბებისგან.
  • მათ შეუძლიათ გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტისა და ზოგიერთი კიბოს გაჩენის რისკის შემცირება.
  • ხილს და ბოსტნეულს წვლილი შეაქვს ჯანმრთელ და ბალანსირებულ კვებით რაციონში.
  • ხილი და ბოსტნეული ძალიან გემრიელია და მათი ფართო არჩევანი არსებობს

ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა შეიცავს დაბალი რაოდენობის კალორიებსა და ცხიმს (თუ თქვენ მათ ბევრ ზეთში არ შეწვავთ). ამიტომ მათი ჭამა გეხმარებათ ჯანსაღი წონისა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ “დღეში 5”-ისგან, თქვენი რაციონი უნდა შეიცავდეს ხილისა და ბოსტნეულის მრავალ სახეობას, რადგან სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულში სახვადასხვა შემცველობით გვხვდება ვიტამინები, მინერალები და ბოჭკო.

თითქმის ყველა ხილი და ბოსტნეული ითვლება “დღეში 5”-ის პორციად. მათი გამოყენება შეიძლება ცოცხალი, გაყინული, კონსერვირებული, მშრალი ან სუფთა წვენის სახით. ამ პორციებში არ ჩაითვლება კარტოფილი, რადგან ის კვებით რაციონს მხოლოდ სახამებელს ჰმატებს.

იმის გასაგებად, თუ რა ითვლება “დღეში 5”-ის პორციად და რა არა, იხილეთ “დღეში 5: რა ითვლება?”.

“დღეში 5”-ის მიღწევა ადვილია. “დღეში 5”-ის ამ ნაწილში გაეცნობით რჩევებსა და ინფორმაციას, პორციების გაზომვისა და რეცეპტების შესახებ, ასევე რჩევებს რესტორის მენიუსთან დაკავშირებით, რათა თქვენ და თქვენმა ოჯახმა მოახერხოთ დღეში ხუთი პორციის ჩამატება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ “უბრალოდ მიირთვით მეტი “დღეში 5” ბროშურა”.

 

გაქვთ შეკითხვა “დღეში 5”-თან დაკავშირებით?

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მოიძებნება ბმულზე “დღეში 5: ხშირად დასმული შეკითხვები”. მისწერეთ “დღეში 5-ის” გუნდს წერილი Public Health england-ის დახმარებით: phe.enquiries@phe.gov.uk

 

Image courtesy of Stuart Miles at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 12/12/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 12/12/2015