რა ითვლება დღეში 5 პორციის ნაწილად?

თითქმის ყველა სახის ხილი და ბოსტნეული ითვლება დღიურ პორციად. ამით რეკომენდირებული შედეგის მიღწევა უფრო მარტივი ხდება, ვიდრე თქვენ გგონიათ.

არ არის აუცილებელი, რომ ხილი და ბოსტნეული იყოს ცოცხალი, რათა პორციად ჩაითვალოს. ასევე არ არის აუცილებელი მათი ცალკე მირთმევა, ხილი და ბოსტნეული შეიძლება ნებისმიერი კერძის შემადგენელი ელემენტი იყოს.

იმის გასარკვევად, თუ რამხელაა პორცია წაიკითხეთ “დღეში 5” პორციის ზომები.

 

რა ითვლება “დღეში 5”-ის ნაწილად?

ცოცხალ ხილთან და ბოსტნეულთან ერთად ჩამოთვლილი საკვებიც ითვლება “დღეში 5”-ის ნაწილად

  • ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეადგენს ისეთი საკვების ნაწილს, როგორიცაა სუპი, პასტა
  • ლობიო და ბარდა (პარკოსანი კულტურები) ითვლება ერთ პორციად იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობით მიირთმევთ მათ.  ეს საკვები მდიდარია ბოჭკოთი, მაგრამ შეიცავს სხვა ხილსა და ბოსტნეულზე ნაკლებ ნუტრიენტებს.

 

გაყინული და კონსერვირებული ხილი და ბოსტნეული

  • გაყინული ხილი და ბოსტნეული
  • კონსერვირებული ხილი და ბოსტნეული, რომელიც ინახება ბუნებრივ წვენში ან წყალში და არა მარილისა და შაქრის შემცველ სითხეში.
  • მშრალი ხილი, როგორიც არის მოცხარი, ფინიკი და ლეღვი
  • ხილი და ბოსტნეული მზა საკვებში, როგორიცაა გამზადებული სუპები, სოუსები და იოგურტები, რომელთა შეძენაც მაღაზიაში შეგიძლიათ. ზოგი გამზადებული კერძი შეიცავს მაღალი რაოდენობის მარილს, შაქარს, ცხიმს, ამიტომ მიირთვით ისინი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში და მცირე რაოდენობით. ინფორმაცია მარილის, შაქრისა და ცხიმის შესახებ შეგიძლიათ იპოვოთ საჭმლის ეტიკეტზე. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია საკვების ეტიკეტებზე.

 

“დღეში 5” და სასმელი

  • ერთი ჭიქა(150მლ) 100% სუფთა ხილის ან ბოსტნეულის წვენი, შაქრის დამატების გარეშე ითვლება ერთ პორციად. წვენი ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პორციაა, იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობით დალევთ მას. ეს იმიტომ, რომ გაწურული ხილი და ბოსტნეული შეიცავს ნაკლები რაოდენობის ბოჭკოს. გაწურვის პროცესი ასევე ანთავისუფლებს ხილში შემავალ შაქარს, რაც კბილებისთვის შეიძლება საზიანო გახდეს.
  • ხილის და/ან ბოსტნეულის შემცველი სახლში გაკეთებული იოგურტი შეიძლება ერთ პორციაზე მეტად ჩაითვალოს, იმის მიხედვით, თუ როგორ დამზადდება იგი. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ “დღეში 5: ხშირად დასმული შეკითხვები”.

 

ითვლება თუ არა კარტოფილი “დღეში 5”-ის ნაწილად?

არა. კარტოფილში მაღალია სახამებლის, ენერგიის, ბოჭკოს, B ჯგუფის ვიტამინების, კალიუმის შემცველობა. ბრიტანეთში ხალხი ვიტამინ C-ს დიდ ნაწილს კარტოფილიდან იღებს. თუმცა ამ ვიტამინის შემცველობა კარტოფილში არის მხოლოდ 11-16მგ 100 გრამზე. ხალხი დიდი რაოდენობით კარტოფილს მიირთმევს.

კერძის შემადგენლობაში ყოფნის დროს კარტოფილი ძირითადად სხვა სახამებლიანი პროდუქტის მაგივრად გამოიყენება, როგორიცაა პური, მაკარონი ან ბრინჯი. სწორედ ამიტომ კარტოფილი არ შედის “დღეში 5”-ში.

სხვა ბოსტნეული, რომელიც არ შედის “დღეში 5”-ში არის იამსი, მანიჰოტი,  მრავალძარღვა. ზემო ჩამოთვლილი სახეობები ასევე გამოიყენება სხვა სახამებლიანი საკვების ნაცვლად.

ტკბილი კარტოფილი, ძირთეთრა, მიწამხალა ითვლება “დღეში 5”-ის შემადგენელ ნაწილად, რადგან ისინი სხვა სახამებლიანი ინგრედიენტის შესაცვლელად არ გამოიყენება.

კარტოფილი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს თქვენ კვებით რაციონში, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ცხიმისა და მარილის გარეშე არის დამზადებული, იმის მიუხედავად, რომ ის არ წარმოადგენს “დღეში 5”-ის შემადგენელ ელემენტს.

კარტოფილი ასევე წარმოადგენს ბოჭკოს კარგ წყაროს. შეეცადეთ რომ მაქსიმალურად არ მოაშოროთ კარტოფილს კანი, რათა შეინარჩუნოთ მაქსიმალური რაოდენობის ბოჭკო და ვიტამინები. მაგალითად: თუ მიირთმევთ მოხარშულ ან გამომცხვარ კარტოფილს, უკეთესი იქნება თუ კანსაც შეჭამთ.

 

“დღეში 5”: ფართო არჩევანი

საუკეთესო შედეგის მისაღებათ მიირთვით ხილისა და ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი.

“დღეში 5”-ის იდეებისა და რეცეპტებისთვის იხილეთ “დღეში 5”: რეცეპტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჯანსაღ და ბალანსირებულ კვების რაციონზე წაიკითხეთ “საკვები და დიეტა”.

 

“დღეში 5”: შეკითხვები

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მოიძებნება ბმულზე “დღეში 5: ხშირად დასმული შეკითხვები”. მისწერეთ “დღეში 5-ს” წერილი Public Health england-ის დახმარებით: phe.enquiries@phe.gov.uk.

 

 

 

Image courtesy of zirconicusso at FreeDigitalPhotos.net

 

 

ბოლო განხილვის თარიღი: 12/12/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 12/12/2015