დღეში 5 და თქვენი ოჯახი

დადიხართ საყიდლებზე და ამზადებთ საკვებს მთელი ოჯახისთვის და გყავთ ოჯახში პრეტენზიული მჭამელები?

იმის უზრუნველყოფა, რომ ყველამ მიიღოს ხილისა და ბოსტნეულის დღეში ხუთი პორცია, უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

არსებობს ბევრი გზა, რათა ჩართოთ ხილი და ბოსტნეული თქვენი ოჯახის კვებით რაციონში. რაც უფრო ფართოა თქვენ მიერ მირთმეული ხილისა და ბოსტნეულის ასორტიმენტი, მით უკეთესი.

დიეტოლოგი აზმინა გოვინჯი გვთავაზობს რამდენიმე მარტივ რჩევასა და იდეას დასაწყისისთვის.

 

ხილი და ბოსტნეული დღის განმავლობაში

არსებობს “დღეში 5”-ის მრავალი ვარიანტი, რომელიც დღის განმავლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ.

“ყველა ეს ვარიანტი მარტივი შესამჩნევი არ არის” ამბობს აზმინა “საუზმეს შეუძლია ერთდროულად მოგცეთ რამდენიმე პორცია, თუ გამოიყენებთ გრილზე შემწვარ სოკოს, გამომცხვარ ბარდას, გრილზე შემწვარ პომიდორს და 100% დაუტკბობელ სუფთა ხილის წვენს.”

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ რა ითვლება დღეში ხუთ პორციის ნაწილად?

აზმინა ხაზს უსვამს სხვა ვარიანტებსაც:

  • საუზმე-თუ თქვენ დილით მიირთმევთ შვრიის ფაფას ან პურეულის მარცვლებისგან დამზადებულ ფაფას, შეგიძლიათ მასში დაამატოთ დაჭრილი ბანანი, მარწყვი, ქიშმიში
  • დილის შესვენება სკოლაში - თუ თქვენი შვილი უფროსია, შეგიძლიათ სახლიდან გაატანოთ ხილი.
  • სადილი სკოლაში -სადილს შეუძლია თქვენი შვილის ხილითა და ბოსტნეულით უზრუნველყოფა. თუ თქვენს შვილს სკოლაში გამზადებულ ლანჩს ატანთ, შეგიძლიათ ხილისა და ბოსტნეულის დამატების მრავალი მეთოდი გამოიყენოთ. მშრალი ხილი შედის “დღეში 5”-ში, ამიტომ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას ქიშმიში ან გარგარის ჩირი. ჩადეთ სალათის ფოთოლი მის სენდვიჩში ან დაუმატეთ მას სტაფილოს ან ნიახურის ნაჭრები, პატარა პომიდვრები, მანდარინი ან ყურძენი. ლანჩის დროს ხშირია საჭმლის გაცვლა, ასე რომ გაესაუბრეთ სხვა მშობლებს იმაზე, თუ შეგიძლიათ თითოეული ბავშვის ერთი პორციით მაინც უზლუნველყოფა.
  • სკოლიდან სახლისკენ გზაში-სახლში წასვლის დროს ბავშვები ხშირად ძალიან მშიერები არიან. შეგიძლიათ ეს შანსი გამოიყენოთ და შესთავაზოთ მათ მშრალი ხილი, ბანანი, მსხალი, მანდარინი. რადგან ბავშვი მშიერია, ეს შანსი შეგიძლიათ კარგად გამოიყენოთ ხილის შეთავაზებისთვის.
  • ვახშამი- მიეჩვიეთ ორი სახეობის ბოსტნეულის ქონას ვახშმის მაგიდაზე. არ არის აუცილებელი იმის მოთხოვნა, რომ ბავშვებმა ის ჭამონ, მაგრამ თუ ამას ყოველთვის გააკეთებთ, მათ შეიძლება ამ ბოსტნეულის გასინჯვის სურვილი გაუჩნდეთ. სხვადასხვა კერძში შემავალი ბოსტნეული ასევე ითვლება პორციად. თავი აარიდეთ ზემდეტი ცხიმის, მარილისა და შაქრის გამოყენებას და გამოიყენეთ მჭლე ხორცი.

 

დაგეგმეთ “დღეში 5”-ის შესაბამისი წახემსება

როდესაც საქმე წახემსებას ეხება, უკეთესია დაგეგმვა. “იფიქრეთ იმ დროის შესახებ, რომდეაც თქვენ ოჯახში ეს პროცესი ხდება” ამბობს აზმინა “შემდეგ კი მოიფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება ამ საჭმლის ხილითა და ბოსტნეულით შეცვლა.” კარგი ხერხია ხილის მისაწვდომ ადგილზე დადება. როდესაც ბავშვებს შიათ, ისინი ხშირად იმას ჭამენ, რაც მათთან ახლოს დევს.

მისაღებ ოთახში იქონიეთ ხილიანი ჯამი. სთხოვეთ ბავშვებს, რომ იქიდან იკვებონ და არ დაიწყონ სამზარეულოდან სხვა საჭმლის “მოპარვა”.

მაცივარში შეინახეთ გარეცხილი და საჭმელად გამზადებული ხილი. ასე მისი ჭამის ალბათობა უფრო გაიზრდება, თუ თქვენ ეძებთ უმალვე წახემსების საშუალებას.

საჭმელად გამზადებულ მდგომარეობაში შეინახეთ ბოსტნეულიც. მაგალითად გარეცხეთ და დაჭერით სტაფილო ან ნიახური.

ოჯახური გასვლები შეიძლება “ხემსის დღედ” ჩაითვალოს. დაზოგეთ ფული ხილისა და ბოსტნეულის სახლიდან წაღებით, იმის მაგივრად, რომ შეიძინოთ ძვირად ღირებული საკვები გარეთ.

 

ჩართეთ ბავშვები “დღეში 5”-ში

შვილების ბოსტნეულისა და ხილის ყიდვისა და მომზადების პროცესში ჩართვამ შეიძლება მათი ჭამის სურვილი განაპირობოს. “გააცანით თქვენს შვილებს ხილისა და ბოსტნეულის ფერი, ზომა იმდენად ადრე, რამდენადაც ეს შესაძლებელია.” გვირჩევს აზმინა.

“ყოველკვირეულ შოპინგზე აარჩევინეთ თქვენს შვილს ერთი ხილის ან ბოსტნეულის სახეობა, რომლის გასინჯვაც მას უნდა. დაიხმარეთ თქვენი შვილი სამზარეულოში ამ საკვების დამზადებისას.”

შესთავაზეთ თქვენს შვილს ხილისა და ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი ისე, რომ მისი ჭამა ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი გახდეს.

“თუ თქვენი შვილები არ იჩენენ ინტერესს, შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი საკვებით, როგორიც არის კონსერვირებული სიმინდი და ოსპი.” ამბობს აზმინა. აირჩიეთ ბოსტნეული, რომელიც ინახება წყალში და არა შაქრიან სითხეში, და ხილი, რომელიც ინახება ბუნებრივ წვენში და არა სიროფში.

ბოსტნეულის საკვებში დამალვა ასევე შესაძლებელია, მაგალითად გახეხილი სტაფილოს დამატება ბოლონეზიურ სოურში, მაგრამ მთლიანად ნუ ენდობით ამ მეთოდს.

“ნუ გააძლიერებთ იმ იდეას, რომ ბოსტნეული არასასიამოვნოა და საკვებში უნდა იყოს დამალული. პირიქით, გაერთეთ ხილის და ბოსტნეულის გასინჯვის პროცესში.”

 

დამატებითი დახმარება

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მოიძებნება ბმულზე “დღეში 5: ხშირად დასმული შეკითხვები”. მისწერეთ “დღეში 5-ს” წერილი Public Health england-ის დახმარებით: phe.enquiries@phe.gov.uk.

 

 

 

Image courtesy of stockimages at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 12/12/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 12/12/2017