როგორ უნდა გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული?

რჩევა იმაზე, თუ როგორ შევინახოთ, გავრეცხოთ, მოვამზადოთ ხილი და ბოსტნეული, რათა თავიდან ავიცილოთ მოწამლვა, მათ შორის ნაწლავის ჩხირიც.

მნიშვნელოვანია ჭამამდე ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის სუფთაა და უსაფრთხოა საჭმელად.

ხალხის უმრავლესობას გააზრებული აქვს ხორცის სწორი მომზადების მნიშვნელობა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მოწამვლის რისკი უფრო ნაკლებია ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში.

“ის მოსაზრება, რომ ცოტა ჭუჭყი საზიანო არ არის, მითია” ამბობს ექიმი ენდრიუ ვედჯი, საკვების სტანდარტების სააგენტოს (Food Standards Agency) მთავარი მეცნიერი.

“ნიადაგი ზოგჯერ საკმაოდ საშიშ ბაქტერიებს შეიცავს. იმის მიუხედავად, რომ საკვების მწარმოებლებს ბოსტნეულის გაწმენდის კარგი ხერხები აქვთ, რისკის მთლიანად გამორიცხვა თითქმის შეუძლებელია.”

ამ რისკს ხაზი გაესვა დიდ ბრიტანეთში 2011 წლის ნაწლავის ჩხირის ეპიდემიისას. მიჩნეულია, რომ ჩხირი პრასს და კარტოფილს მიეკრო და ასე გავრცელდა. შედეგად დაფიქსირდა ნაწლავის ჩხირის 250 შემთხვევა.

 

როგორ უნდა გაირეცხოს ხილი და ბოსტნეული?

გარეცხვა დაგეხმარებათ ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირიდან ბაქტერიების მოშორებაში. ბაქტერიების ძირითადი ნაწილი იქნება ხილის ზედაპირზე მიწებებულ მიწის ნაწილში, შესაბამისად მისი მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოსტნეულის გარეცხვისას არ არის საკმარისი მისი უბრალოდ წყლის ქვეშ მოთავსება, გაწმინდეთ ის წყალში, მაგალითად წყლით სავსე ჯამში. ამ დროს რეცხვა დაიწყეთ ყველაზე ნაკლებად ჭუჭყიანით და ყველაფერი, რის ჭამასაც აპირებთ, კარგად გარეხცეთ.

იმ ბოსტნეულის გარეცხვა, რომელიც არ იყო წინასწარ შეფუთული, უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ შემთხვევაში მის ზედაპირზე მეტი მიწა არის ხოლმე.

მნიშვნელოვანია ყველა ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა ჭამის წინ, რათა დავრწმუნდეთ ბაქტერიების მოცილებაში.

ხილისა და ბოსტნეულის გათლა და მომზადება ასევე ამცირებს ბაქტერიათა რიცხვს.

 

რა არის საკვანძო რჩევა ცოცხალი ბოსტნეულის უსაფრთხოდ შენახვასა და მომზადებასთან დაკავშირებით?

  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები უმი საკების მომზადების წინ და მის შემდეგ, მათ შორის ბოსტნეულის შემთხვევაშიც.
  • უმი საკვები დამზადებულისგან მოშორებით შეინახეთ.
  • გამოიყენეთ განსხვავებული საჭრელი დაფები, დანები საჭმელად გამზადებულ და უმ საკვებთან, ან გულდასმით გარეცხეთ ეს ნივთები გამოყენების წინ.
  • შეამოწმეთ საკვების ეტიკეტი - თუ ბოსტნეულის შეფუთვას არ აწერია, რომ ის მზად არის შესაჭმელად, აუცილებელია მისი გარეცხვა, გათლა ან მომზადება.

 

როგორ ავირიდოთ თავიდან ბაქტერიის გადადება?

უკეთესი იქნება, თუ ხილს და ბოსტნეულს გარეცხავთ წყლიან ჯამში, და არა ონკანის ქვეშ. ეს შეამცირებს გადასხმული წყლის რაოდენობას და იმ ბაქტერიათა რაოდენობას, რამელიც შეიძლება წყლის საშუალებით ჰაერში აღმოჩნდეს. შეეცადეთ პირველ რიგში ყველაზე ნაკლებად ჭუჭყიანი საკვები გარეცხოთ და ასე გააგრძელოთ ყველა ხილისა და ბოსტნეულისთვის.

მშრალი ხელით მიწის გადაწმენდამ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვისთვის საჭირო დრო შეამციროს.

ასევე მნიშვნელოვანია საჭრელი დაფების, დანების და სხვა ნივთების გარეცხვა ბოსტნეულის დამუშავების შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების გადადება. გაიგეთ მეტი საკვების უსაფრთხოების შესახებ.

 

როგორ ხვდება ბაქტერია ბოსტნეულზე?

არსებობს ბაქტერიის ხილსა და ბოსტნეულზე მოხვედრის რამდენიმე გზა. ის შეიძლება მოსარწყავ წყალში იყოს, ან მოხვდეს საკვებზე იმ ცხოველებისა და ფრინველებისგან, რომლებიც ამ მინდვრებში დადიან.

 

ინფექციისადმი სუსტმა ადამიანებმა უნდა მიიღონ ბოსტნეულის მომზდებაში მონაწილეობა?

ის მოსაზრება, რომ ყველა ბოსტნეული შეიცავს სახიფათო ბაქტერიას, არ არის სიმართლე.

ხალხმა, ვინც უფრო სუსტია ინფექციების მიმართ, მაგალითად ორსულებმა, ხანშიშესულებმა, ან ნებისმერმა ადამიანმა ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს კარგად უნდა დაიცვას მომზადებისა და ჰიგიენის ნორმები. არ არის საჭირო ამ ხალხის ხილისა და ბოსტნეულის მომზადებისგან იზოლაცია.

თუ საკვების მომზადების პროცესში ბავშვები არიან ჩართულნი, მათ უნდა ვურჩიოთ, რომ დამთავრების შემდეგ ხელები კარგად დაიბანონ.

 

როგორ უნდა შევეხო ბოსტნეულს ყიდვის დროს?

ბოსტნეულისგან ინფექციის შეძენის რისკი დაბალია, იმ შემთხვევაში თუ ჰიგიენის ნორმები შესრულებულია.

არ არის აუცილებელი ხილისა და ბოსტნეულის ყიდვის შემდეგ ყოველთვის ხელის დაბანა.

თუ ამ საკვების შეძენისთანავე ჭამას აპირებთ, უკეთესი იქნება,თუ ხელებს დაიბანთ თქვენც და ბავშვებიც, რომლებც ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ.

ბოსტნეულის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ბოსტნეულის მომზადებას, რომელზეც მეტი მიწაა, მეტი დრო დასჭირდება.

 

ავარიდო თუ არა თავი მიწიანი ბოსტნეულის ყიდვას?

არა. ბოსტნეულის ზოგიერთ სახეობას ყოველთვის მოყვება მიწა. მნიშვნელოვანია მისი მოშორება მომზადების წინ.

გაითვალისწინეთ, რომ მიწით მეტად დაფარულ ბოსტნეულს, მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება.

ასევე გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მიწა ითვლება ბაქტერიის საკვებზე მოხვედრის ძირითად გამომწვევ მიზეზად, მაგრამ ეს ზუსტად დადგენილი არ არის.

 

რატომ შეიქმნა პრობლემა ბოსტნეულთან დაკავშირებით?

დიდ ბრიტანეთში ნაწლავური ჩხირის ეპიდემიის მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ექსპერტები მუშაობენ, რათა გაარკვიონ მისი გამომწვევი მიზეზი და თავიდან აიცილონ მსგავსი პრობლემა მომავალში.

მანამდეც დაფიქსირდა შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო სალათის ფოთლებთან, რომლებსაც უმად მიირთმევენ.

თუმცა, ძირნაყოფა ბოსტნეულიდან მიღებული ინფექციის რისკი ნაკლებია, რადგან ამ ტიპის ბოსტნეულის უმრავლესობა უმად არ იჭმება.

ყოველთვის არის რისკი იიმისა, რომ ბაქტერია ბოსტნეულიდან სხვა საკვებზე გადაინაცვლებს, თუ ის არ არის სწორად შენახული, გარეცხილი და მომზადებული.

 

 

 

Image courtesy of winnond at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 11/10/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 11/10/2015