როგორ შევზღუდოთ მიკრობების გამრავლება

მიკრობები შეიძლება გადავიდეს პირდაპირი გზით ადამიანიდან ადამიანზე, ან არაპირდაპირი გზით ჭუჭყიანი ზედაპირის შეხების შემდეგ.

სისუფთავის ექსპერტები ამბობენ, რომ ჰიგიენური წმენდა სახლში მოკრობების გავრცელებას შეუშლის ხელს.

ჰიგიენური გაწმენდა გულისხმობს ისეთ ადგილებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიდანაც მიკრობები უფრო ხშირად ვრცელდება.

გამოიყენეთ ან ცხელი წყალი და საპონი (მიკრობების გადასარეცხად) ან სადიზინფექციო ხსნარი მათ მოსაკვლელად. კარგად გააშრეთ ზედაპირი გაწმენდის შემდეგ. სინოტივე გადარჩენილ მიკრობებს არსებობაში ეხმარება, საკმარისი სისველის არსებობის შემთხვევაში კი ისინი მრავლდებიან.

“კარგი ჰიგიენა არ ნიშნავს კვირაში ერთხელ გაწმენდას” ამბობს პროფესორი სალი ბლუმფილდი ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან. “ჰიგიენური წმენდა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, სადაც ჰიგიენის ნორმები სრულდება საჭირო ადგილას და დროულად.”

ის ამბობს, რომ საწმენდი საშუალებები, მაგალითად ტილოები მიკრობებისგან სუფთა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიკრობებს სხვა ზედაპირებზე გაავრცელებს. მიკრობები მარტივად მრავლდებიან. რვა საათის განმავლობაში ნამიან ნაჭერზე არსებული ერთი ბაქტერია ექვს მილიონამდე შეიძლება გამრავლდეს.

მიკრობები ემაგრება ნაჭერს და ძნელი მოსაშორებელია, ამიტომ ყველა საწმენდი საშუალება უნდა იყოს დიზინფექცირებული და გამშრალი გამოყენების შემდეგ.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა სახლში მიკრობების გავრცელების შესამცირებლად:

 

ტილოები და ღრუბლები

  • შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ერთჯერადი ტილოები ან ხელსახოცები
  • მრავალჯერადი გამოყენების ტილოებმა უნდა გაიარონ დიზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ.

 

საწმენდი ჯაგრისები

  • რეგულარულად გარეცხეთ ჯაგრისები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ან გაწმინდეთ სარეცხი საშუალებით და თბილი წყლით ყოველი გამოყენების შემდეგ

 

იატაკის საწმენდი ჯოხები და სათლები

  • იატაკის საწმენდად გამოყენეთ ორი სათლი - ერთი გამწმენდი საშუალებისთვის და მეორე წყლის გავლებისთვის
  • იატაკის საწმენდი ტილოები და სათლები უნდა გაირეცხოს, გაიწმინდოს და გაშრეს ყოველი გამოყენების შემდეგ.

 

ტუალეტი

  • ხშირად გაწმინდეთ უნიტაზის დასაჯდომი და ჩასარეცხი ღილაკი, ან ბერკეტი/სახელური სადეზინფექციო საშუალებებით
  • გამოიყენეთ უნიტაზის შიდა ნაწილის სადეზიფექციო სითხეები და გარეცხეთ ჯაგრისით შიგნიდან რამდენიმე დღეში ერთხელ.

 

აბაზანა

  • ხშირად გაწმინდეთ აბაზანა და ნიჟარები ჰიგიენურად
  • გაწმენდისას აუცილებლად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება, თუ აბაზანა ან ტუალეტი გამოყენებული იყო დასნებოვნებული ადამიანის მიერ.

 

საშხაპე

  • გაწმინდეთ საშხაპე ისე, როგორც ნიჟარები და აბაზანები
  • თუ შხაპი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიენებიათ, მის გამოყენებამდე ცოტა ხნით მოუშვით ცხელი წყალი.

 

ფილები და საშხაპე ფარდები

  • შეინარჩუნეთ ფილები კარგ მდგომარეობაში და ხშირად გაწმინდეთ ისინი
  • ხშირად ჰიგიენურად გაწმინდეთ ან გარეცხეთ საშხაპე ფარდა, იმის მიხედვით, თუ რამდენან ხშირად იყენებთ მას.

 

სამზარეულო

  • დარწმუნდით, რომ საკვების მოსამზადებელი ზედაპირები ჰიგიენურად სუფთაა
  • გამოიყენეთ სხვადასხვა საჭრელი დაფები ხორცისთვის (თევზის და ფრინველის ხორცის ჩათვლით) და ბოსტნეულისთვის
  • დაიბანეთ და გაიშრეთ ხელები მაღალი რისკის საკვების მომზადების შემდეგ, როგორიც არის ხორცი
  • ზედაპირები გამოყენებისთანავე გაწმინდეთ ჰიგიენურად.

 

იატაკები

  • რეგულარულად გაწმინდეთ იატაკები, რათა თბილი წყლით და სარეცხი საშუალებით მოაშოროთ ჭუჭყი
  • თუ იატაკზე მოხდვება ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტი ან ღებინება ის უნდა გაიწმინდოს ერთჯერადი საწმენდით და თბილი წყლით და შემდეგ იყოს დიზინფიცირებული. დარწმუნდით, რომ იატაკი მშრალია, სანამ მასზე ბავშვებს გაუშვებთ.

 

ნოხები და რბილი ავეჯი

  • პერიოდულად გაწმინდეთ ნოხები და რბილი ავეჯი შესაბამისი საწმენდი საშუალებით.
  • ნოხები და რბილი ავეჯი ჰიგიენურად შეიძლება გაიწმინდოს ორთქლით გაწმენდით
  • ფარდები შეიძლება გაირეცხოს ან ორთქლით გაიწმინდოს.

 

შინაური ცხოველები

  • ცალცალკე შეინახეთ ცხოველებისა და ადამიანების საჭმელი
  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან, მათ საკვებთან, სათამაშოებთან, გალიებთან და სხვა ნივთებთან შეხების შემდეგ.
  • ცხოველების საკვებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი და გასახსნელები ცალკე უნდა იყოს შენახული.

 

სათამაშოები

  • მაგარი ან პლასტმასის სათამაშოები გარეცხეთ და შეინახეთ გაშრობამდე
  • ზოგიერთი რბილი სათამაშო სარეცხ მანქანაში შეიძლება გაირცეხოს
  • ყველა სათამაშო და აღჭურვილობა რეგულარულად უნდა გაიწმინდოს.

 

სარეცხი

  • სარეცხზე შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები
  • მიკრობების გავრცელების შესაზღუდად საცვალი, პირსახოცები, თეთრეული უნდა გაირეცხოს 60°C-ზე ან 40°C-ზე მათეთრებელი პროდუქტით.
  • აამუშავეთ ცარიელი სარეცხი მანქანა კვირაში ერთხელ, მაღალ ტემპერატურაზე ან ქიმიური დანამატით მიკრობების გამრავლების თავიდან ასაცილებლად.
  • არ დატოვოთ სარეცხი სარეცხ მანქანაში, რადგან გადარჩენილი მიკრობები შეიძლება გამრავლდეს.

 

ნაგავი

  • ფეხით საკონტროლებელი ურნები უკეთესია ჰიგიენისთვის, რადგან ისინი ამცირებს ხელით მიკრობების მიღების შანსს
  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები ნაგავთან შეხების შემდეგ
  • ნაგავი ფრთხილად გადაყარეთ, რათა არ მიიზიდოთ მავლენბლები და მწერები. 

 

Image courtesy of Stuart Miles at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 28/11/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 28/11/2016