კალორიების კალკულატორი

არსებობს სპეციალური აპლიკაციები ტელეფონებისთვის, სადაც შეძლებთ სწრაფად შეამოწმოთ სხვადასხვა სახეობის საკვებისა და სასმელის კალორიულობა - კალორიების შემმოწმებელის გამოყენებით.

კალორიების კალკულატორები ხშირად იმახსოვრებენ თქვენი ძებნის ისტორიას და კომფორტულია, თუ გინდათ აკონტროლოთ კალორიების დღიური მიღება.

კალორიების ონლაინ კალკულატორები NHS Choices წონის დაკლების გეგმაში კალორიების დათვლის უადვილესი გზაა.

გამოიყენეთ ძიების ისტორია დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობის შესაჯამებლად და დაამატეთ ის თქვენს საკვებისა და აქტიურობის ცხრილში.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციების თანახმად კალორიების დღიური ნორმა მამაკაცებისთვის შეადგენს 1,900 კილოკალორიას, ქალებისთვის კი 1,400-ს.

თუ გსურთ მიიღოთ უფრო ინდივიდუალური ინფორმაცია, რომელიც პირადად თქვენზე იქნება მორგებული გამოიყენეთ BMI კალკულატორი.

ასევე კარგი იქნება ისწავლოთ საკვების ეტიკეტების კითხვა, საკვებისა და სასმელის კალორიულობის გასაგებად.

 

კალორიების დათვლა პრაქტიკაში

წარმოგიდგენთ მიღებული კალორიების რაოდენობის დათვლის პრაქტიკულ მაგალითს.

 

წახემსება

ადვილია წასახემსებელი საკვების ფართო არჩევნის კალორიულობის დადგენა. გამოიყენეთ ეს მაგალითები:

  • ბანანი: გამოიყენეთ კალორიების ონლაინ კალკულატორი ხილის კალორიულობის დასადგენად. NHS Choices კალორიების შემმოწმებელი ამბობს, რომ საშუალო ზომის (100გ) ბანანი შეიცავს 95კკალ-ს.
  • Kit Kat (შოკოლადი): ნებისმიერი შეფუთული საკვების კალორიულობის დასადგენად წაიკითხეთ ეტიკეტი. ეძებეთ ციფრი, რომელიც მიუთუთებს თითო პორციის კალორიულობას. ორ ჯოხიანი Kit Kat-ი შეიცავს 107კკალ-ს.
  • პატარა პური: თუ პურები, მაფინები და სხვა გამომცხვარი პროდუქტი შეფუთვაშია დააკვირდით ეტიკეტს. ზოგიერთი კაფე ან რესტორანი გთავაზობთ კალორიულ შემცველობას მენიუში, ვებ გვერდზე ან ადგილზე.

 

სადილი

თუ (სამსახურში) წასაღებ სადილს იმზადებთ, მის შემადგენლობაში რამდენიმე სახის შეფუთული საკვები იქნება, შესაძლებელია ხილთან ერთად. მაგალითად, სენდვიჩი, ფორთოხლის წვენი და ბანანი.

ლანჩის შემადგენელი საკვების კალორიული შემადგენლობის გასარკვევად გამოიყენეთ საკვების ეტიკეტები და რაიმე კალორიების დამთვლელი. მაგალითად:

  • ქათმის სენდვიჩი, პომიდორთან და ყველთან ერთად შეიცავს დაახლოებით - 285kcal
+
  • Tropicana Trop 50 ფორთოხლის წვენი 330მლ. – 69kcal +
  • ვაშლი - 47kcal

ჯამში: 401kcal.

საკვების სამსახურის კაფეტერიაში ან კაფეში ყიდვამ შეიძლება გააძნელოს კალორიების დათვლა. ზოგიერთ კაფეს და რესტორანს აქვს კალორიულობის აღმნიშვნელი ეტიკეტები.

 

საკვების თავიდან ბოლომდე მომზადება

როდესაც საკვებს ამზადებთ მისს კალორიული შემცველობა შეგიძლიათ ინგრიდიენტების კალორიული შემცველობის შეკრებით.

დაგჭირდებათ საკვების ეტიკეტების, სამზარეულოს სასწორისა და კალორიების ონლაინ კალკულატორის გამოყენება. დავუშვათ ამზადებთ სპაგეტი ბოლონეზეს, ოთხი ადამიანისთვის. გამოიყენეთ არა-წებვადი ტაფა, რათა ინგრიდიენტების შესაწვავად მხოლოდ ერთი კოვზი ზეთი დაგჭირდეთ.

ბოლონეზის სოუსი შეიცავს უცხიმო ძროხის ხორცის ფარშს, ხახვს, დაჭრილ პომიდორს, სტაფილოს, ბოსტნეულის ნახარშს, ზეითუნის ზეთს და სუნელებს.

  • 280 გრამი მშრალი მთლიანი მარცვლის სპაგეტი. შეფუთვაზე წერია, რომ 100 გრამი სპაგეტი შეიცავს 348 კალორიას. ანუ 280 გრამი სპაგეტი შეიცავს (348/100) x 280 =975კკალ.
  • 200 გრამი უცხიმო ძროხის ხორცის ფარში. შეფუთვის თანახმად, 100 გრამი ფარში შეიცავს 171კკალ-ს.შესაბამისად 200 გრამი ფარში შეიცავს 171 x 2 =342კკალ.
  • დაჭრილი პომიდვრის 2400 გრამიანი ქილა. თითო ქილა შეიცავს 96კკალ-ს. ანუ 96 x 2 = 192კკალ.
  • ერთი ცალი ხახვი. NHS Choices კალორიების დამთვლელის თანახმად ერთი საშუალო ზომის ხახვი შეიცავს 55კკალ-ს.
  • ორი ცალი სტაფილო. იგივე წყაროს მიხედვით ერთი ცალი სტაფილო შეიცავს 35კკალ-ს. 35 x 2 = 70კკალ.
  • ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ინგრიდიენტების შესაწვავად) შეიცავს 119კკალ-ს.
  • ბოსტნეულის ნახარშისა და სუნელების კალორიული შემცველობა უმნიშვნელოა, ამიტომ შესაძლებელია მათი იგნორირება მთლიანად.

ამ კერძის ჯამური კალორიული შემცველობა არის 975 + 342 + 192 + 55 + 70 + 119 = 1,753კკალ.

თუ ყველა ერთნაირი ზომის პორციებს მიირთმევს, თქვენ მიიღებთ 1,753/4 = 438კკალ.

ბოლო განხილვის თარიღი: 5/12/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 5/12/2016