რამდენი კილოს დაკლება გჭირდებათ?

 
content provided by NHS Choices

 

NHS Choices დიეტისა და ვარჯიშის გეგმის დაწყების წინ გაიგეთ რამდენი კილო გაქვთ დასაკლები.

დაიწყეთ სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, BMI ჯანსაღი წონის კალკულატორის გამოყენებით (იხილეთ ზემოთ), რომელიც ასევე ხელმისაწვდომია iPhone-ის აპლიკაციის სახით.

მისაღწევი წონის დაწესება დაკლების პროცესის მოტივაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

როდესაც გამოთვლით რამდენი გაქვთ დასაკლები და გაიგებთ ამისთვის საჭირო დროის რაოდენობას, ჩამოტვირთეთ წონის დაკლების, ჩვენი 12 კვირიანი კვებისა და ვარჯიშის გეგმა.

 

თქვენი BMI

სხეულის მასის ინდექსი(BMI) გეუბნებათ, გაქვთ თუ არა თქვენს სიმაღლესთან მიმართებაში ჯანსაღი წონა. თუ თქვენ არ მოხვდით “ჯანსაღ” შუალედში, გაიგეთ რამდენი გაქვთ დასაკლები, რომ მას მიაღწიოთ.

იდეალურ შემთქვევაში, უნდა დაუმიზნოთ “ჯანსაღ” შუალედში არსებულ BMI-ს (18.5-24.9).

თუ ბევრი გაქვთ დასაკლები, ჯანსაღი შუალედის მიღწევა შეიძლება ძალიან ძნელი იყოს.

ამის ნაცვლად, შეგიძლიათ საწყის მიზნად BMI-ს გაუმჯობესება აირჩიოთ. ნაჩვენებია, რომ სხეულის მასის 5-10%-თ შემცირება ჯანმრთელობისთვის ბევრის მომტანია.

ზოგიერთი ადამიანი მიზნად ისახავს მცირე შედეგებს საბოლოო მიზნის მიღწევისთვის მოტივაციის შესანარჩულებლად. ამიტომ უმჯობესია თუ თქვენც ნებისმიერ შემთხვევაში, დაისახავთ რეალურ და მიღწევად მიზანს,

სამიზნე ჭონის გამოთვლის შემდეგ უნდა აირჩიოთ თარიღი, როდესაც შედეგი მიღწეული უნდა გხონდეთ.

წონის დაკლების დროს შეიძლება გინდოდეთ შედეგების სწრაფად მიღება. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ წონის სწრაფად დაკლების შემთხვევაში ადამიანები მას მალევე იმატებენ.

ჩვენი გეგმა დაგეხმარებათ წონა ჯანსაღად დაიკლოთ, 0.5-დან 1 კილოგრამამდე კვირაში.

წონის უფრო სწრაფად დაკლებამ, სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობა და ნაღვლის ბუჭტის კენჭები, ასევე შესაძლებელია თავი გაგრნობინოთ სუსტად და ცუდად. თუ, მაგალითად, გჭირდებათ 10 კილოგრამის დაკლება და კვირაში 1 კილოგრამს დაიკლებთ, მიზნის მისაღწევად 10 კვირა დაგჭირდებათ.

დღიურში ან სადმე გამოსაჩენ ადგილზე ჩაიწერეთ თარიღი, რომლისთვისაც მიღწეული უნდა გქონდეთ სამიზნე წონა მოტივაციისთვის.

გაიგეთ, როგორ აკონტროლოთ კალორიები.

 

Image courtesy of nenetus at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 5/12/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 5/12/2016